ფინანსთა სამინისტრო ხაიშში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 15:40, 12 Oct, 2013     2049
 2013 წლის 11 ოქტომბერს, ჯვარი ხაიშის საავტომობილო მონაკვეთზე, საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს, საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანას არ მისცეს გადაადგილების შესაძლებლობა.

 ამავდროულად, შეკრებილი ხალხი სხვადასხვა საშუალებით შეეცადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების პროვოცირებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, დაპირისპირებისთვის თავის არიდების მიზნით, ჩვენი უწყების თანამშრომლები გამოერიდნენ კონფლიქტურ სიტუაციას. ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომლებიცსაგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში, გამოვლენილნი არიან ხე-ტყის უკანონო ჭრაში და შემდგომში, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე უკანონო ტრანსპორტირებაში.

 ამ ეტაპზე, დადგენილია მათ მიერ სულ 61,8 კუბური მეტრი ხე მასალის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირება. საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ინციდენტის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაცია და მისი მუშაობისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო სამსახური გააგრძელებს სხვადასხვა სამართალდარღვევების გამოვლენას.

მათ შორის, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ტყის ფონდის დაზიანებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42