თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 15 Aug, 2019     1728

საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შედარებით გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში, ეს საქართველოს ბევრ ეკონომიკურ პარტნიორს ნაკლებად შეეხო. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე, რაც ტრადიციულად ზრდის რისკის მიმზიდველობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს საქართველოს ლარში დენომინირებული მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდაში აისახა. აღსანიშნავია,რომ ივნისი-ივლისში თიბისიმ 425 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი რეკორდულად დაბალ ფასებში მოიზიდა.

ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, აშშ დოლარი ინარჩუნებს მყარ პოზიციებს. მართალია საერთაშორისო დონეზე დოლარის შემდგომი გამყარების ალბათობა არაერთი შეფასებით დაბალია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი მსესხებლებზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროს დოლარის მიმართ გამყარებისას. ამდენადდღევანდელი მოცემულობით საქართველოში სავალუტო რისკის აღებისას, დივერსიფიცირება კვლავ უფრო ოპტიმალურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბიზნესისათვის შედარებით მეტი ევროს წილით.

თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული დაახლოებით 5%-სა. მართალია ტურიზმის სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა საქონლის ექსპორტი და გზავნილები მნიშვნელოვან ზრდის ტემპს შეინარჩუნებს.ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, იმპორტის საკმაოდ დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ფისკალურ დანახარჯებსა და საკრედიტო აქტივობას, წინა პროგნოზის შემდეგ ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა. ამასთან, არსებული გათვლებით, 2020 წელს ზრდის ტემპი გაუმჯობესდება, თუმცა ის 5%-ზე დაბალი იქნება.

გაცვლითი კურსის მხრივ, მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი. აღნიშნული პროგნოზი შემდეგს ეფუძნება:

დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;

მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;

საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;

ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;

დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე საბალანსო უწყისის ეფექტები ძლიერია და უარყოფითად მოქმედებს შიდა მოთხოვნასა და იმპორტზე;

იმ დაშვებით, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ელასტიურია, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება შესაძლოა დროითი ჩამორჩენით იწვევდეს ჩანაცვლების გარკვეულ ეფექტს;

სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;

ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე, რუსეთის სანქციებამდე დაგეგმილთან შედარებითაც კი უფრო მაღალია;

გაუფასურების მოლოდინების გამო დაფიქსირებული დეპოზიტების გარკვეული კონვერტაციები ლარიდან დოლარში ნაკლებსავარაუდოა რომ გაგრძელდეს და შესაძლოა მცირე მასშტაბით საპირისპირო ტენდენციასაც კი ჰქონდეს ადგილი;

იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო მარეგულირებელი ჩარჩო და 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის საკანონმდებლო ნორმა შემსუბუქდება, ეს მეტისმეტი საკრედიტო რისკების აღების გარეშე, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას გახდის შესაძლებელს, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-july-19 და მაისის „თიბისი ეკონომიკური მიმოხილვა", ნაწილები 3, 8 და 10 შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/TBC-ER-May-2019

თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe" უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42