"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე 25 წლის ბიჭი დააკავეს
სამართალი - 11:17, 15 Aug, 2019     1011

პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1994 წელს დაბადებული ვ.გ.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებშიში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გახსნა, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. 3 ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42