ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა.
საქმეზე ჩვენებები სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა მისცეს.
საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას თქმით, საქმეზე 150 მოწმე არსებობს, რომელთა გამოკითხვა მოხდება.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 150 მოწმე, მათ შორის არიან მოწმეები, რომლებიც გარკვეულწილად პირდაპირ ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ბრალდებული მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან, მათ შორის ის არასრულწლოვნები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის დაახლოებით 150 მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნება არაერთი ვიდეოჩანაწერი, წარმოდგენილი იქნება ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ასევე, წარმოდგენილი იქნება ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება" - აღნიშნა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






