„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:23, 13 Aug, 2019     2083

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა „თიბისი ბანკის“ ჯგუფისა და „თიბისი ბანკის“ მმართველობის სტრუქტურაში. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა“ (Mirror Board) დაამტკიცა.

ახალი სტრუქტურის მიხედვით:

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

ნიკოლოზ ენუქიძე, „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;

ნიკოლას დომენიკ ჰააგი, „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;

არნე ბერგრენი „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;

ამავე დროს, „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.

საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან.

საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:

ნიკოლოზ ენუქიძე – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ნიკოლას დომინიკ ჰააგი – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი;

მარია ლუისა ჩიკონიანი – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

ცირა კემულარია – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

არნე ბერგრენი – „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი“ – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42