სადახლოს საბაჟოზე დაავადებული კარტოფილით სავსე 3 კონტეინერი დააკავეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 8-9 ოქტომბერს, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 63960 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმი sRalstoniasolanacearum-მურა სიდამპლის და საკარანტინო მავნებლის Synchytriumendobioticum (Schilb) Perc – კარტოფილის კიბოს არსებობაზე მიუთითეს. საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში, საკარანტინო მიკროორგანიზმი sRalstoniasolanacearum – კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები






