Global Finance-მა თიბისი ბანკის მობაილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:19, 13 Aug, 2019     1177

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო - საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის.

გამარჯვებული ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინა: ციფრული ბანკის მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის ეფექტური პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, ციფრული სერვისების მომხმარებლების ბაზის გაფართოება, შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნება, მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი

„ციფრული საბანკო მომსახურება სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ციფრული ბანკებისთვის დაწესებული ჯილდოები ამ სფეროში ინოვაციის და წარმატების აღიარების დასტურია", - განაცხადა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42