გუშინ სოფელ ხურვალოეთიდან გატაცებული 63 წლის ზაქარია ჯოჯიშვილს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის გაასამართლებს. ამის შესახებ "ნიუპოსტთან" საუბრისას გატაცებულის მეუღლე მარინა ჯოჯიშვილი საუბრობს.
როგორც იგი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მას ცხინვალიდან ნათესავები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ორშაბათს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც 2000 რუბლს შეადგენს დაუკავშირდებიან და სწორედ გადახდილი ჯარიმის სანაცვლოდ მოხდება ზაქარია ჯოჯიშვილის გათავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ ეწ საზღვრისპირა სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის ოკუპანტები ადგილობრივებს საკუთარ მიწის ნაკვეთებიდან და სოფლის საძოვრებიდან აკავებენ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება კი მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ტრადიციულად 2000 რუბლს ითხოვს.
გიორგი ახალკაცი
მასალის გამოყენების პირობები






