12 და 13 ოქტომბერს გორში "გორის დღეები 2013" გაიმართება
საზოგადოება - 12:57, 12 Oct, 2013     948
"გორის დღეები 2013" გორში 12 ოქტომბერს 12 საათზე გაიხსნება, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სოფლის ნობათის გამოფენა მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებიდან, თითოეული სოფელი ინდივიდუალურად სოფელში მოყვანილ ნატურალურ პროდუქტს და ხილს გამოფენს.

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი და გორის ,,დღეები 2013''-ს ორგანიზატორი ლექსო ვალიაური "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს რომ წლევანდელი გორის დღეები მრავალფეროვანი და მაშტაბური იქნება.

 ლექსო ვალიაური: შევეცადეთ გორის დღეები ყოფილიყო ძალიან გრანდიოზული 12 13 ოქტომბერი იქნება გამორჩეული და ძალიან საინტერესო თავისი პროგრამით. პირველ დღეს თორმეტში 12 საათზე მთლიანად ჩაიკეტება სტალინის გამზირი სადაც დაიწყება სოფლის ნობათის გამოფენა ქართული სამზარეულოს და ახალი მრეწველობის ნიმუშების გამოტანა. იქნება სპორტული ღონისძიებებიც ჩემპიონატებით დატვირთული. შემდგომ უკვე გადავალთ ფოლკლორულ ნაწილებზე გაიმართება გორში მოქმედი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი მოგვიანეით გვეწვევიან ქართული ხმები რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 13-ში დაგეგმილია ასევე როკ მუსიკის ფესტივალი, ნანა ჯანელიძის ფილმის ,, ნეტავი აქ თეატრი არის" ჩვენება მოგვიანებით სტალინის სკვერში მოეწყობა დიზაინერების ნამუშევრების ჩვენებაც რომელსაც თბილისიდან მოწვეულ მოდელებთან ერთად ადგილობრივი სამოდელო სააგენტო ,,BEST MODELS"-ის მოდელები წარადგენენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. 2 დღის განმავლობაში ათზე მეტი სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი.
 
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის რამაზ შიოშვილის თქმით ,,გორის დღეები 2013''-ს ორგანიზება ადგილობრივ ხელისუფლებას 27 ათასი ლარი უჯდება, შიოშვილი ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობს რომ სპეციალურად გორის დღეები 2013-ისთვის სტუმრები უცხოეთიდან და დედაქალაქიდან ჩამოვლენ მისივე თქმით მსგავსი სახის ღონისძიებები ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ,,გორის დღეები 2013"-ს ორგანიზატორები გორისა და გორის რაიონის მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ საკუთარი ქალაქის დღესასწაულს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42