რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? - კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი “ზედაზენის” ფოტოთი პასუხობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:42, 12 Aug, 2019     1846

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ ამ ფოტოს შემდეგ, აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორც “რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, და ასევე საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათი – სს “ქართული ლუდის კომპანიის მიერ” ჩამოსხმული ლიმონათი “ზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია.

აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ცდილობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მოახდინოს და უკრაინელები საქართველოში დასვენებით დააინტერესოს. ავიაკომპანია, ხშირად, სოციალური ქსელებით ქართული კულინარიის პროპაგანდასაც ეწევა.

ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YanAir Airlines-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტ “ბორისპოლიდან“, ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს.

“უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42