"ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!" - გოგიჩას მეუღლეს ემოციური პოსტი
სოც.მედია - 11:55, 12 Aug, 2019     3385

სოციალურ ქსელში დაღუპული ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სამძიმრის განსაკუთრებულ წერილებს აქვეყნებს.

“ვიკრიბებით… არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი სად ხარ და იცი შენ რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის ,“სად ხარ“ , ან „როდის მოხვალთქო“… ჰოდა ასეა ახლაც …

სათაურები არ ცვლის გარემოებას, არცერთი არ ვგიჟდებოდით „ხელშესახებზე“ სამაგიეროდ გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით,

…ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით დღესასწაულად გვექცია, მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არცერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს…

და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო…

არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო… ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს… როგორი ხარ… ყველგან ხარ და აბა რანაირად დავიჯერომ შენ… მიყვარხარ და იცოდე არ ვცნობ სხვა რეალობას… სახლში ახალი სათამაშო გაქვს ზუსტად ვიცი, რომ იცი და გაგიხარდა… კიდევ გაგახარებთ შენ არ მოიწყინო კარგიი პრრრუუუ

ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა იმდენი სიყვარული დატოვე!!! მადლობ თქვენ მეგობრებო ყველა თქვენთაგანს წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ

არ მოიწყინოო პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა… " - წერს ბანძელაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42