მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები - საზოგადოებას ვანახებთ შედეგს
საზოგადოება - 10:56, 12 Oct, 2013     1735

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

დედოფლისწყაროს წელს მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე ლარის დაფინანსება გამოეყო. ამ თანხებით მუნიციპალიტეტში 20 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წესრიგდება როგორც ქალაქში არსებული, ისე სასოფლო დანიშნულების გზები, ხდება ბორდიურების აღდგენა, ხიდების შეკეთება, რეაბილიტაცია უტარდება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემებს.

"დედოფლისწყაროსთვის წლევანდელი წელი ინფრასტრუქტურის მოგვარების თვალსაზრისით განსაკუთრებულია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი - ინტენსიურად მიმდინარეობს; შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფონდიდან შარშან ნახევარი მილიონი ლარი გამოეყო დედოფლისწყაროს, 8-ჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი წელს. იგივე ხდება სხვა თვითმმართველობებშიც. არასწორია ის ინფორმაცია, რომელსაც ოპონენტები ავრცელებენ, რომ, თითქოს, რეგიონებში სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჩვენ საზოგადოებას ვანახებთ შედეგს’’, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ.

გარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს. ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. მთლიანობაში, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 40 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდება. „მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, 9 სკოლა გარემონტდა, რემონტდება დაახლოებით 12 საბავშვო ბაღი, იგება 16 კილომეტრიანი გზა, წესრიგდება წყალგაყვანილობა და კანალიზაციის სისტემები სოფლებისთვის. შედარებისთვის ვიტყვი - ბოლო 9 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროში განხორციელებული იყო ჯამში 16 მილიონი ლარის სამუშაოები, ხოლო მარტო 2013 წელს მუნიციპალიტეტში 40 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის სხვაობა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქ მიმდინარე სამუშაოები აინტერესებს, ჩამოვიდეს დედოფლისწყროში, პირადად დავხვდები და დავათვალიერებინებ სამუშაოებს“, - განაცხადა დედოფლისწყაროს გამგებელმა, ირაკლი შიოლაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42