ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი 16 წლის პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახის განცხადებით, გარდაცვლილს მარჯვენა ხელის მიდამოში სერიოზული ტრამვა ჰქონდა მიღებული, რომლის გამოც მას მარჯვენა ხელის გამოყენება ფაქტობრივად არ შეეძლო. როგორც გოგა ძველაიას მშობლები აცხადებენ, გარდაცვლილი ხელის ტრავმის გამო თასმის შეკვრასაც ვერ ახერხებდა. ადვოკატი ოჯახის აზრს ეთანხმება და აცხადებს, რომ არასრულწლოვანი თოკის დამზადებას და თავის ჩამოხრჩობას ვერ შეძლებდა.
"ტრამვა მან წინა ნასამართლობის დროს მიიღო, მისი ხელი პარალიზებული იყო და ის ვერ შეძლებდა ზოგიერთი მოქმედების ერთი ხელით შესრულებას. შესაბამისაც, ჩნდება კითხვა, შეძლებდა კი გარდაცვლილი ერთი ხელით თოკის დამზადებას, ჩამოკიდებას და სხვა ქმედებების შესრულებას, რომელიც ამ ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა?" - აცხადებს ადვოკატი ლედი დუკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
მასალის გამოყენების პირობები






