მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ახალი წესი - პროგრესი თუ პრობლემა?
საზოგადოება - 20:02, 11 Oct, 2013     1044

ყველანი ვთანხმდებით, რომ მოსამართლის დანიშვნის ასეთი წესი სასამართლო რეფორმის წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს - უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნა აღარ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მყარი გარანტიაა.

ამავდროულად, მოსამართლის უვადოდ დანიშვნამდე, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ პროცედურასაც, რომელიც, რეფორმატორთა კლუბის აზით, სრულიად უაზროდ აქცევს ამ ნოვაციას - თავდაპირველად პირი მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნება 3 წლის ვადით. ამ პერიოდში, დანიშვნიდან ყოველი წლისთავზე მოსამართლის საქმიანობის ერთთვიან მონიტორინგს ახორციელებს იუსტიციის საბჭოს წევრი. 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იუსტიციის საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას დანიშნოს თუ არა მოსამართლე უვადოდ.

 

რატომ მიგვაჩნია მიუღებლად მოსამართლის დანიშვნის ასეთი წესი?

მონიტორინგზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ რამოდენიმე ფაქტორი:

 

ვინ ატარებს მონიტორინგს

 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად მოსამართლის ყოველწლიურ მონიტორინგს ატარებს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი. იუსტიციის საბჭოს შედგება 15 წევრისაგან, საიდანაც 9 წევრი არის მოსამართლე, 5 წევრს ირჩევს პარლამენტი და 1 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი. პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი უნდა იყოს მეცნიერების, ადვოკატთა ასოციაციის ან ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სასამართლო პროცესებში მონაწილეობასთან.

მოსამართლის მიერ მოსამართლის მონიტორინგის ობიექტურობა ეჭვს იწვევს კოლეგიალურობის, შესაძლო ახლობლური ურთიერთობიდან გამომდინარე. ასევე საეჭვოა ადვოკატისა თუ სასამართლოში ინტერესების დამცველი ორგანიზაციის მიერ მონიტორინგის შედეგები მოსამართლესთან მათი შესაძლო პროფესიული ურთიერთობის გამო. მეცნიერ-პროფესორთა იუსტიციის საბჭოში შეყვანა ზოგადად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ მოსამართლის საქმიანობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მათი პრაქტიკული გამოცდილება.

 

ვის უტარდება მონიტორინგი

 

მოქმედი კანონის შესაბამისად, პირი რომ დაინიშნოს მოსამართლედ, საკმაოდ მაღალი პროფესიული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს: ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ხარისხით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ჩააბაროს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიაროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი და ჩაირიცხოს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. საკვალიფიკაციო სიაში პირი ადგილს იკავებს სასწავლო კურსის გავლის შედეგების გათვალისწინებით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო ახორციელებს მსმენელის პროფესიულ შეფასებას. კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირის მოსამართლედ დანიშვნისას ითვალისწინებს უმაღლესი სკოლის საკვალიფიკაციო სიასა და დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.

აშკარაა, რომ მოსამართლეთა შერჩევის ასეთი მექანიზმების არსებობის პირობებში მოსამართლის დანიშვნა 3 წლიანი ე.წ. ,,გამოსაცდელი ვადით“ ზედმეტია.

გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მოლოდინი 3 წლის შემდეგ მოსამართლის თანამდებობის შესაძლო დაკარგვისა შესაძლებელია იქცეს მოსამართლის მიმართ მანიპულირების საშუალებად, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

 

რა არის მონიტორინგის საგანი

 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მონიტორინგი ხორციელდება მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, პროფესიული და მორალური რეპუტაციის, სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მიუკერძოებლობისა და სხდომის მართვის ეფექტური უნარის, საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლებისა და დისციპლინური გადაცდომების გათვალისწინებით.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მონიტორინგი ეწინააღმდეგება მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპს. დებულება, რომელიც გულისხმობს მოსამართლისათვის ანგარიშის მოთხოვნის აკრძალვას კონკრეტულ საქმეზე, ასევე გულისხმობს იმის აკრძალვასაც, ვინმემ შეუმოწმოს მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რაც დაკავშირებული იქნება მის შემდგომ კარიერასთან. მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ზემდგომი სასამართლოს განსჯის საგანია მხოლოდ და მხოლოდ.

მოსამართლის პროფესიული და მორალური რეპუტაცია, სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მიუკერძოებლობა და სხდომის მართვის ეფექტური უნარი არასტანდარტული, შედარებითი კატეგორიებია, რომელიც მარტივად შეიძლება გამოყენებული იქნას მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ მოსამართლის მიმართ პირადი მოტივებით.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ საქმეთა განხილვის სტატისტიკურ მაჩვენებელს, ეს არის ობიექტური, მოსამართლის პროფესიული თვისებებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი გარემოება, რომელიც განპირობებულია სასამართლოში პირთა მიმართვიანობით და შესულ საქმეთა რაოდენობით. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარე შესულ საქმეებს მოსამართლეებს შორის ანაწილებს არა მათი პროფესიონალიზმის, არამედ მკაცრად დაცული რიგითობის მიხედვით.

დისციპლინური გადაცდომების არსებობა თავისი არსით არ შეიძლება იყოს მონიტორინგის საგანი, ვინაიდან არავითარ კვლევასა და დაკვირვებას არ საჭიროებს, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს სადისციპლინო კოლეგია და სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი. სწორედ ამიტომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით დისციპლინური სახდელის მხედველობაში მიღება არ არის მართებული, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უვადოდ დანიშვნის შემდეგაც არავის აქვს გარანტია, რომ მოსამართლე დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს უარი თქვას მოსამართლეთა 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესის შემოღებაზე.

 

ირაკლი კობიძე

 

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42