ისწავლეთ ისტორია თქვენი დედაც... 11 წლის წინ ჩემი ქვეყნის, რუსეთის მთვრობამ ჩაითრია რუსეთი პირველ ღია ომში - რუსი ჟურნალისტი აგვისტოს ომს იხსენებს
სოც.მედია - 17:03, 08 Aug, 2019     2754

Facebook-ის მემხმარებელი Fenix Freeman-ი თავის გვერდზე რუსი ჟურნალისტის რომან უდოტის პოსტს აქვეყნებს 2008 აგვისტოს ომი შესახებ:

„მადლობა რომან უდოტს!

11 წლის წინ ჩემი ქვეყნის მთვრობამ ჩაითრია ჩემი ქვეყანა პირველ ღია ომში.

მთავრობას არ უკითხავს აზრი და მოქალაქეებისთვის არაფერი განუმარტავს. მთავრობამ ეს გააკეთა კონსტიტუციის დარღვევით, შეიყვანა არმია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ფედერაციის საბჭოს თანხმობის გარეშე.

ეს გახდა დასაწყისი იმ თავბრუდამხვევი სპირალისა, რამაც 10 წლის შემდეგ ამ უფსკრულამდე მოგვიყვანა.

თუმცა მე მახსოვს.

მე მახსოვს მოსწავლეთა ევაკუაცია ივლისში სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში.

ომი მზადდებოდა.

მე მახსოვს სროლები და მოკლული ქართველი პოლიციელები ომამდე.

მახსოვს „დაშვებული საბურავი“, რომელმაც სამშვიდობოებს მოლაპარაკებებში მონაწილეობაში შეუშალა ხელი.

მე პირადად ვადევნებდი თვალს და ვთარგმნიდი გაეროს ღამის სხდომასა და ფაქტებს, რომლებზეც დუმდა რუსული პრესა.

მე მახსოვს ტანკისტის მოგონებები, რომელსაც საგაზეთო ინტერვიუში წამოსცდა თავისი დისლოკაციის ადგილი. ის არღვევდა გაეროსთან შეთანხმებას. მისი ტანკი ცხინვალთან ახლოს სამალავში ელოდა ომს.

მე მახსოვს Euronews-ის რუსული სამსახური, რომელიც ინგლისურ სტატიებს ცვლიდა ისე, რომ კადრებში ჩანდა გორი და საუბარი კი იყო ცხინვალზე.

მე მახსოვს ჩურკინის ცრუ, განწირული ძახილი: „ეს გენოციდია“, „ათასობით დაღუპული...“. ეს იყო სიცრუე.

მახსოვს სარკოზი-მედვედევის გეგმა, რომელიც არ შესრულდა.

მახსოვს ოსი მაროდიორები ვიდეოკადრებზე და „მერხიორის კოვზები“ რუსი ჯარისკაცების ჯიბეებში.

მახსოვს რომან დობროხოტოვიც კი, რომელიც დანგრეულ ქართულ სახლში როიალზე დაკვრით ერთობოდა.

2008 წლის არჩევნები, რომელშიც დიმიტრი მედვედევმა გაიმარჯვა, იყო ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში. ამას მოჰყვა ის, რომ 5 თვის შემდეგ რუსეთი ცივილიზებულ მსოფლიოს განუდგა.

საქართველო ლამაზი და პატარა ქვეყანაა. იმდენად პატარა, რომ რუსეთისთვის მათთან ომში გამარჯვების აღნიშვნა სამარცხვინოა. „რას აღნიშნავთ? - როგორც ერთმა ბლოგერმა თქვა. - გამარჯვებას ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც მოსკოვის მეტროპოლიტენის დღიური მომხმარებლების ტოლია?“

„დღიური ნაკადის“.

და გამარჯვებაც არ ყოფილა. ყველა სახმელეთო შეტაკებაში ქართულმა ჯარმა გაიმარჯვა. ისინი გატეხეს მხოლოდ ბომბდამშენებმა სტრატოსფეროდან, სიმაღლემ, რომელზეც ხელი არ მიუწვდება ქვეყანას, რომელსაც რაკეტების ნაცვლად ხაჭაპური, ხინკალი და საცივი აქვს.

სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან გვიან მივხვდით, რომ საბჭოთა წარმოების СУ-24-ებმა დაბომბეს არა გორი, არამეს ჩვენი მომავალი.

საქართველო აღდგა და ის კვლავ მშვენიერია. ჩვენ კი მომავალში უნდა აღვდგეთ ნანგრეევბიდან.

P.S. ცოტა შერცხვენილი ვარ. როგორღაც ამ პოსტის შესახებ გაიგეს ქართველებმა და მას ათასობით ადამიანი ალაიქებს. არ გააკეთოთ ეს, გთხოვთ. ის ამას არ იმსახურებს. ეს არ არის პოსტი ოსეთზე ან საქართველოზე. მათ ადგილას შეიძლება ყოფილიყო - და მალე აღმოჩნდა კიდეც - სულ სხვა ქვეყნები.

ესაა სრულიად პრორუსული პოსტი ჩემს უბედურ, უიღბლო, მოტყუებულ და დიად ქვეყანაზე. ესაა შინაგანი ტკივილი. არ გინდათ. ჩათვალეთ, რომ ეს გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანელის პოსტია. ესაა პოსტი ცრუ პროპაგანდაზე. ახლა აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებსაც კი სურთ ჩემგან ინტერვიუს აღება. მე სათქმელი არაფერი მაქვს.
ეს საქართველოზე არ არის, ეს...
რომან უდოტი

ჩემი მხრიდან დავამატებ. მომავალ 2009 წელს "Новая газета"-ში ანდრეი ილარიონოვმა სკურპულოზურად, ყველა წვრილმანის (პაროლები, მისამართები) დონეზე ჩაატარა გამოძიება ვინ და როგორ დაიწყო გამოძიება. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მის წაკითხვას მაუსის ორი კლიკით შესძლებთ, https://www.novayagazeta.ru/articles/2009/06/24/42372-kak-gotovilas-voyna?fbclid=IwAR30OW418P_zceZYxpzGa822wHjsajPP4zuIKvJqB66-5VwdUMMhlK5E-lM

და ბოლოს, იმ ომმა საქართველოს მთებიდან "სადოვოე კოლცოზე" და "ბულვარნოე კოლცოზე" გადმოინაცვლა.
ოკუპანტებს ბევრი სამუშაო აქვთ, რადგან გარე აგრესია შიდა აგრესიის გარეშე არ არსებობს.

ისწავლეთ ისტორია, თქვენი დედაც..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42