სასამართლოს პასუხი ბესელიას ბრალდებაზე
სამართალი - 18:25, 11 Oct, 2013     1587

"დღეს, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც პარლამენტარი ეკა ბესელია არასრულწლოვანი პატიმრის, გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას საქმის განმხილველ მოსამართლესაც აკისრებს. რატომ გაუშვეს 16 წლის ახლაგაზრდა ციხეში, როდესაც მას შეფარდებული ჰქონდა გირაო? - სვამს კითხვას პოლიტიკოსი ქალბატონი ისე, რომ საქმის რეალური არსი, სავარაუდოდ, არ იცის, ან იცის, მაგრამ რატომღაც მაინც არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს. არ გვინდა ვივარაუდოთ, რომ მიზანი ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.

2013 წლის 5 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და ბრალდებულების, გოგა ძველაიას და გიორგი ნაჭყებიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება მოითხოვა. გოგა ძველაიას და გიორგი ნაჭყებიას ბრალი დაედო 2013 წლის 3 ოქტომბერს მომხდარი ქურდობის ფაქტზე, სასამართლო პროცესზე პროკურორმა გიორგი ნაჭყებიას მიმართ შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება პატიმრობის უზრუნველყოფით, რადგან მისი განმარტებით, ბრალდებული მომავალში აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას.

პროკურორმა გოგა ძველაიას მიმართ კატეგორიულად მოითხოვა დაპატიმრების გამოყენება იმ მოტივით, რომ ბრალდებული ორჯერ იყო ნასამართლები განზრახ მძიმე დანაშაულისათვის და არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის კვლავ ჩადენის საფრთხე. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურორს განუმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე გოგა ძველაიას მოეხსნა ნასამართლობა. შესაბამისად, დანაშაულებრივი ფაქტის მოხდენისა და შუამდგომლობის განხილვის ეტაპისათვის გოგა ძველაია არ ითვლებოდა ნასამართლევად.

მიუხედავად ამისა, პროკურორმა კვლავ კატეგორიულად მოითხოვა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენება. სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა ჩათვალა ზედმეტად მკაცრად და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გოგა ძველაია იყო არასრულწლოვანი და ნასამართლობის არმქონე პირი, მას შეუაფრდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.

ვინაიდან ბრალდებული სასამართლოში წარმოდგენისას იყო დაკავებული, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, გირაოს უზრულველყოფის მიზნით, გირაოს თანხის გადახდამდე გამოიყენა დაპატიმრება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის დაკავებიდან განთავისუფლებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს", - ნათქვამია სენაკის სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42