გიორგი რურუა სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ძმაზე ნიკა რურუაზე უცნობ ისტორიას იხსნებს.
"აგვისტოს ომის დროს,ჩემი ძმა,ნიკა მივლინებით იმყოფებოდა ამერიკაში.სრულიად მოულოდნელად დაიწყო ომი, შეწყდა ავიაფრენები საქართველოში.სასწრაფოდ გადმოფრინდა ავსტრიაში,იქიდან ბაქოში და ბაქოდან მანაქანით წითელ ხიდამდე, სადაც დახვდნენ. ეს იყო 9 ან 10 აგვისტო.ნიკა დაბრუნდა საქართველოში. ამას არც დავწერდი,ქოცები,რომ არ იტყუებოდნენ თითქოს ნიკამ წითელი ხიდი გადაკვეთა საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით.
ორი დღის შემდეგ ვხვდებით სახლში,საუბარს დედაჩვენი შეესწრო. ნიკა ზურგჩანთას ალაგებს და მეუბნება-გადავდივართ პარტიზანულ ბრძოლაზე და კონსპირაციულ ბინაზე.მელაპარაკება კავშირების გარკვევაზე.
ამ დროს საუბარში ჩაება დედაჩემი,აღშფოთებული და ნიკას მიუბრუნდა,თქვენც ჟორდანიასავით არ მოქუსლოთო.
დედა
#გახარიაწახვალ, ანტისაუკუოაციო აქციის 49-ე დღე" - წერს გიორგი რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






