ზვიად გაბისონიამ და მოადგილემ ჯაბა სამუშიამ ინდოეთის ისტორიული კვლევების საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს
კულტურა - 18:18, 07 Aug, 2019     2075

7 აგვისტოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და მოადგილემ ჯაბა სამუშიამ გამართეს ოფიციალური შეხვედრა ინდოეთის ისტორიული კვლევების საბჭოს დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საბჭოს თავმჯდომარე - პროფესორი არვინ ჯამკედარი, საბჭოს კვლევებისა და ადმინისტრირების დირექტორი ომ ჯე უპადჰაი, საგამომცემლო და საბიბლიოთეკო მიმართულების დირექტორი - დოქტორი რაჯეშ კუმარი და გენერალური სამდივნოს წევრი - პროფესორი კუმარ რატნამი.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს გააცნო რუსთაველის ფონდის საქმიანობა, მიზნები, პრიორიტეტები და რეფორმის ძირითადი პრონციპები. თავის მხრივ, სტუმრებმა ისაუბრეს ინდურ-ქართული სამეცნიერო განვითარების პერსპექტივებზე და ქართულ-ინდური ხელნაწერების კვლევების განვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწყოს ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით ფონდსა და საბჭოს შორის თანამშრომლობა. კერძოდ , მხარეები შეთანხმდნენ, რომ წელს ნოემბრის თვეში, ინდოეთში ხელი მოეწერება ორმხრივი თანამშრომლობის ბილატერალურ შეთანხმებას და მხარეები 2020 წლისთვის დაიწყებენ ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივ თანადაფინანსებას.

ასევე, მხარეები შეთანხმდენენ, რომ მომავალ წელს ერთობლივი ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ჩატარდება ინდურ-ქართული საერთაშორისო კონფერენცია „ საქართველო - ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურულ - სამეცნიერო ურთიერთობის შესახებ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42