12 ოქტომბერს 12:00-16:00 საათამდე თბილისში, „სასტუმრო ძველ თბილისში“ (ქეთევან წამებულის 27) დიდ საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდებს შორის გაიმართება დებატები საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების შესახებ: უნდა არსებობდეს თუ არა სკოლებში სპეციალური საგანი ე.წ. ქურდული სამყაროს უარყოფით მხარეების შესწავლასთან დაკავშირებით?!
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ სამოცამდე სკოლის მოსწავლე, პედაგოგები და ტუტორები სხვადასხვა რაიონებიდან.
მოეწყობა „დებატების სკოლის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია სადაც ახალგაზრდები წარმოადგენენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებების ანგარიშს და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.
აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის: „დებატების სკოლის“ ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობის მიერ“. პროექტის მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, მოსწავლეებისთვის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, დებატების კულტურის დანერგვა და საქართველოში პოლონური მოდელის გაზიარება.
„დებატების სკოლების“ ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ პოლონური გამოცდილება, შეესწავლათ დებატების ტექნიქა და მოეწყოთ დებატები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე.
პროექტს ახორციელებენ საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ და „პოლონური სამოქალაქო განათლების ფონდი“
საკონტაქტო მონაცემები:
მეგი ბიბილური
599 75 76 74
მასალის გამოყენების პირობები






