ყანდიაშვილი, კვესიტაძე, გვარამია, პაიჭაძე - დაპირისპირება სოციალურ ქსელში
საზოგადოება - 16:09, 11 Oct, 2013     6194

"პირადად მე ვერ ვიტან "რუსთავი 2"-ს, მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვუყურო © კოკა ყანდიაშვილი. მაესტრო, სუბიექტური აზრი, 18:59, 10 ოქტომბერი, 2013 წელი

კოკა, და ჩვენ, ყველაფერთან ერთად, არც გიყურებთ და მშვენივრად შეგვიძლია ამის გარეშეც  Koka Kandiashvili

ps იმისთვის მადლობა, რომ პრემიერის მთავარი პრესოფიცრის დამოკიდებულება ჩვენი მედიის მიმართ ასე გულწრფელად გაგვანდე,“ - "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის აღნიშნულ სტატუსს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გვარამიას ჯერ ყანდიაშვილმა უპასუხა და ურჩია გადაცემა ბოლომდე ენახა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ნუ საუბრუბდა, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ ის უყურებს სხვადასხვა ტელევიზიებს და  კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა არ დაუწერია.

"კოკა, თავიდან ბოლომდე ვნახე (მაესტროს გადაცემებს, სხვათა შორის, ვუყურებ ხოლმე) და არაფერი არ ამომიგლეჯია კონტექსტიდან - რაც თქვი, ის დავდე. ახლა მთელ ქრონომეტრაჟს აქ ვერ ჩამოვწერდი. ისე გადაცემაშიც ხშირად იძახე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად მციტირებთო და დაფიქრებულიყავი, იქნებ შენშია პრობლემა.

რაც შეეხება ოფიცერს - არავითარი ქვეტექსტი არ მქონია, ჩინოვნიკი დავწერე ოღონდ დასავლურ ყაიდაზე. შენ თუ გირჩევნია, იყავი მედიაჩინოვნიკი", - უპასუხა გვარამიამ.

საუბარში ჩაერთნენ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე, პაიჭაძემ კოკა ყანდიაშვილს ოთარ ჭილაძის ლექსი მიუძღვნა:

„ეს არის უფლის წყალობაც, მადლიც,

ფიქრის უღრანი ტყე უგუგულოდ

და შენც ამ ღატაკ სადგომს თუ ადგილს

დაუსრულებლად მზად ხარ უყურო“.

კვესიტაძემ კი ყანდიაშვილს ის ძველი ფოტო აუტვირთა, სადაც ის კიტოვანთან, ჯაბა იოსელიანთან, იგორ გიორგაძესთან და სხვა შევარდნაძის მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად არის გადაღებული. კომენტარში კი მიაწერა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა მათ წიაღში დააბრუნოს.

"მაესტროზე გითქვამს, რომ მე და პაიჭაძემ გაგაგდეთ სამსახურიდან  მაშინ ეს ბედნიერება არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის -დარწმუნებული იყავი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ სურათზე აღბეჭდილ შენი ძველი მეგობრების წიაღში დაბრუნდე,“-წერს კვესიტაძე.

რაზეც ყანდიაშვილმა ურჩია,რომ ლოცვები გაეძლიერებინა: "ეკა კვესიტაძე - რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. ლოცვები გააძლიერე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42