„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:38, 06 Aug, 2019     1760

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის, რომელიც ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა. ამ მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოდან სპეციალურად გაიგზავნება ქვევრი, საწნახელი და თიხის ჭურჭელი. ქართული რესტორანი, მარანი და თონე კი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ დააგემოვნონ, არამედ შეისყიდონ ქართული პროდუქცია.

„ქართული სახლის“ გახსნის ცერემონიალისთვის საქართველოდან ბელარუსში გაიგზავნება ქართული წარმოების ყველა ის ღვინო, რომელსაც აკრედიტაცია აქვს მიღებული „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“. ასევე, სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, „ქართული სახლში“ განთავსდება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები.

„ქართული სახლი“ ოფიციალურად 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღებენ. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.

საკონტაქტო პირი: თამარ ტუხაშვილი; 591113033.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42