ხარისხიანი ჰოვერბორდი იაფი არ არის - ეს იცის ყველამ, ვინც ამ მოწყობილობით დაინტერესებულია. ამიტომ, შეძენისთანავე ფიქრს ვიწყებთ იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ იგი დიდხანს და საიმედოდ გვემსახუროს.
როგორ დავიცვათ ელექტრომოწყობილობა?
დროთა განმავლობაში ჰოვერბორდის პრიალა პლასტმასის ზედაპირი შეიძლება დაიბზაროს ან დაიკაწროს. მაგალითად, არის მომენტები, როცა შეიძლება მძღოლი ჰოვერბორდიდან გადმოვარდეს, მოწყობილობა კი ამოტრიალდეს, ან, სულაც, მოძრაობისას გაედოს რამე საგანს და ა.შ.; დაბზარული ან დაკაწრული ჰოვერბორდი კი, გარად იმისა, რომ არაესთეტური შესახედია, სერიოზული საფრთხე ხდება - ჰოვერბორდის კორპუსში შეიძლება მტვრის ნაწილაკებმა შეაღწიონ და აალება გამოიწვიონ.
ჰოვერბორდის კორპუსი საკმაოდ მარტივი ფორმისაა. გვერდებზე განლაგებულ ბორბლებს ზემოდან პლასტმასის ფრთები ეფარება. ეს იმისთვის არის გაკეტებული, რომ მტვერმა, ქვიშამ ან ტალახმა ფეხები არ დაგისვაროთ. მაგრამ, ჰოვერბორდიდან ჩამოხტომისას შეიძლება კორპუსი ამოტრიალდეს და სწორედ ეს მონაკვეთები დაიკაწროს. თუკი ამ ადგილებში კონკრეტულ მოდელს გაბარიტები აქვს, კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქმნება - გაბარიტები ვეღარ გაანათებს სათანადოდ ან, შეიძლება, გატყდეს კიდეც.
უცნაურია, რომ ადამიანები საკუთარი ჰოვერბოდის დაცვაზე მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ ფიქრს, რაც კორპუსს დაკაწრავენ ან გატეხენ. ამ დროს დაცვა სჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ არ „მოკლან“ თავისი ელექტრომოწყობილობა.
ჰოვერბორდის სილიკონის დამცავი დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა. პირველი კომპანია, რომელმაც ის გამოუშვა, Smart Balance-ია.
სილიკონის დამცავის უპირატესობები
სილიკონის დამცავს აქვს ბევრი პლუსი და ერთი მინუსი.
სილიკონის დამცავის პლუსები:
1) სილიკონი, თავისთავად, ძალიან გამძლე მასალაა, თანაც ელასტიკური. ამიტომ დამცავს უფრო ხშირად სწორედ ამ მასალისგან აკეთებენ. ყველაზე დიდი პლუსია ის, რომ სილიკონი მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ ზემოქმედებას დარტყმისას. ძლიერი დარტყმის შემდეგაც კი არ რჩება კორპუსზე არც ბზარები და არც ნაკაწრები.
2) ჰოვერბორდის კორპუსი ამოტრიალების დროსაც დაცულია გაკაწვრისა და გაბზარვისაგან, რის გამოც შეიძლება შიდა მექანიზმში მოკლე ჩართვა მოხდეს და მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდეს.
3) სილიკონის დამცავი ასევე ამცირებს კორპუსში მტვრის მოხვედრის რისკს. მტვრის მიზეზითაც ასევე შეიძლება, პრობლემები შეექმნას შიდა გაყვანილობას და პლატას, შედეგად კი მოხდეს მოკლე ჩართვა.
მთავარია, გამოყენების შემდეგ ჰოვერბორდს მოხსნათ სილიკონის დამცავი და კორპუსი მტვრისგან გაწმინდოთ.
4) ასევე, სილიკონის დამცავი ჰოვერბორდს გარკვეულწილად იცავს კორპუსში წყლის მოხვედრისგანაც.
5) გონივრული იქნება სილიკონის საფარის გამოყენება იმ მოდელებზეც, რომლებშიც ისედაც გათვალისწინებულია სისველისა და მტვრისგან დაცვა. ამით ორმაგად დაიცავთ თქვენს მოწყობილობას. ჰოვერბორდებს ძირითადად აქვთ ლითიუმ-იონური ბატარეა, რომელიც შეიძლება აალდეს, თუკი უხარისხოდ არის აწყობილი.
6) კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ ჰოვერბორდის სილიკონის დამცავი ამცირებს ვიბრაციას სიარულისას. 6,5 და 8 დიუმიან ჰოვერბორდებს უკამერო რეზინის ბორბლები აქვთ, რაც ცუდ გზაზე მოძრაობისას ძლიერ ვიბრაციას განაპირობებს. ეს კი ცუდად მოქმედებს შიდა დეტალებზე და დამჭერებზე. ამასთან, ვიბრაციის გამო ფეხებიც მალე დაგეღლებათ.
სილიკონის დამცავი ვიბრაციას 20-30%-ით ამცირებს. ეს კი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ჰოვერბორდის ექსპლუატაციის ვადას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სილიკონის დამცავი ნამდვილად ის ნივთია, რომელშიც თანხა არ უნდა დაინანოთ.
სილიკონის დამცავის მინუსი:
როგორც წესი, ჰოვერბორდის შერჩევისას ადამიანი ყურადღებას ამახვილებს დიზაინზე - კერძოდ კი ეფექტურ ნახატებსა და შეფერილობაზე.
ამიტომ, ბევრს არ სურს, ამ დიზაინის დაფარვა სილიკონის საფარით, რომელიც არ არის გამჭვირვალე.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი ლამაზი ელექტროტრანსპორტი ხმარებიდან ერთ თვეში დაკაწრულ და არასეთეტურ ნივთად იქცეს, მით უფრო, თუკი თქვენ 10-დუიმიანი ჰოვერბორდი გაქვთ, რომელიც ძალიან სწრაფია და დაკაწვრა-გატეხვის შანსებიც დიდია.
ახლა უკვე მწარნოებლები ცდილობენ, გამოუშვან დამცავები ფერადი და ნახატებიანი სილიკონისგან. ასე რომ, შესაძლებელია, გემოვნების შესაფერისი დიზაინიც შეარჩიოთ და უსაფრთხოდაც იყოთ.


მასალის გამოყენების პირობები






