„Front News“ ეჭვობს, რომ საიტის მუშაობა ხელოვნურად ფერხდება და განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:47, 11 Oct, 2013     1775

ახალი ამბების სააგენტო „ფრონტნიუსი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი საიტის ხელოვნურად შეფერხებასთან დაკავშირებით და მიმართავს შს მინისტრს, არასამთავრობოებსა და უფლებადამცველებს.

„ნიუპოსტი“ თანადგომას უცხადებს „ფრონტნიუსს“ და ასევე მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან, დადგინდეს, ხდება თუ არა ხელოვნური ჩარევა საიტის მუშაობის შეფერხებაში და ვის მიერაა იგი ორგანიზებული.

ვაქვეყნებთ „ფრონტნიუსის“ განცხადებას:

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, 

საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, 

უფლებადამცველებს, 

საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ სპექტრსა და ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს:

ახალი ამბების სააგენტო „Front News“ დაფუძნდა 2012 წლის 26 მაისს. მიუხედავად მწირი ადამიანური თუ ფინანსური რესურსისა, დაფუძნების დღიდან ამ დრომდე სააგენტომ შეძლო, საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა მედია–სივრცეში. განვითარების გზაზე უამრავი წინაღობა გადავლახეთ იმ სურვილით, რომ ამ რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა მაქსიმალური ობიექტურობა. 

ამავე მიზნით სრულიად გახსნილები ვიყავით საქართველოში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერი სუბიექტისთვის – როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების და სხვა პოლიტიკური მოთამაშეების წარმომადგენლებისათვის და ვერც ერთ მათგანს ვერ ექნება ჩვენს მიმართ ფაქტებზე დაყრდნობილი ვერანაირი პრეტენზია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში სააგენტოს მომძლავრების პარალელურად, დაიწყო ყოვლად მიუღებელი და სრულიად აუხსნელი მოვლენები, რომელიც „Frontnews“–ის მუშაობას მნიშვნელოვნად აფერხებს და საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. 

მხედველობაში გვაქვს თუნდაც ბოლო ორი დღის ფაქტები, რომელიც საიტის გათიშვას უკავშირდება. სააგენტოს გააჩნია ხელშეკრულება შპს „YLook.ge”-თან, რომელიც პერმანენტული ტექნიკური პრობლემების მიზეზს არგუმენტირებულად ვერ განმარტავს. გარდა ამისა, საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს რეიტინგის მიზანმიმართულ კლებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ასევე ვაპირებთ საუბარს უახლოეს მომავალში. 

ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, მოგვემართა თითოეული თქვენგანისთვის, რათა შექმნილი მდგომარეობის მიზეზები დროულად იქნას შესწავლილი და მოგვეცეს მუშაობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. 

იმედი გვაქვს, ჩვენი ეჭვები საფუძველს მოკლებული აღმოჩნდება და საქართველოს ახალ რეალობაში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე.

პატივისცემით,

Front News“–ის მთავარი რედაქტორი რაულ ქირია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42