ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სავალუტო ფონდის ანგარიშს, რომლის მიხედვით სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ ერთხელ შეამცირა, (ამჯერად 2,5 პროცენტამდე) ალოგიკურად მიიჩნევს. "ჩვენ, ცხადია, ვმუშაობდით ამ პროგნოზებზე და არ ვეთანხმებით მათ. მაგრამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო სავალუტო ფონდის მიერ დასაქმების შემცირებასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან და არანაირი ფაქტობრივი მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა იყოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.
2013 წლის მაჩვენებელი უკვე მეორედ შეიცვალა. წლის დასაწყისში სავალუტო ფონდი ჯერ ეკონომიკის 6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 4 პროცენტამდე შეამცირა.
სავალუტო ფონდის ექსპერტები ეკონომიკის ზრდის შენელებას კერძო ინვესტივიციების და კრედიტების კლებით და საბიუჯეტო შემცირებით ხსნიან. ანგარიშში 2014 წლის პროგნოზზეც არის საუბარი, სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს 5 პროცენტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






