ეკა ბესელია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმ საქმის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანმა პატიმარმა საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გარდაცვლილ პატიმარს არავითარი ზეწოლის ნიშნები არ აღენიშნებოდა და იმაზე აპელირება, რომ ციხეს ე.წ. "მაყურებლები" მართავენ არ შეიძლება.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში ვიდეოთავლი იყო და მას შესაძლოა რაიმე დაეფიქსირებინა, არ დასტურდება, თუმცა არის დერეფანში და ეს მასალა გამოძიებას გადაეცემა. გოგა მარტო იყო იმ საკანში, როგორც სოციალურმა მუშაკმა აღნიშნა, იმ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო მცდელობა ოჯახში დარეკვისა, იგი გირაოს გადახდას და გათავისუფლებას ელოდებოდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






