თიბისიმ სითი ბანკთან სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:08, 01 Aug, 2019     1508

თიბისი ბანკმა სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ჩარჩოხელშეკრულება გამოყენებული იქნება საქართველოში ადგილობრივი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების სავაჭრო საქმიანობის დასაფინანსებლად.

„სითი ბანკთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ჩვენი წარმატებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ჩვენი კორპორატიული და სმი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების თვალსაზრისით", განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სითი ბანკის შესახებ

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

თიბისი ბანკისა და თიბისი ბანკის ჯგუფის ("TBC PLC") შესახებ

თიბისი ჯგუფი არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული ღია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა. თიბისი ჯგუფი სს თიბისი ბანკის მშობელი კომპანია 2016 წლის 10 აგვისტოს გახდა. თიბისი ჯგუფი კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე სიმბოლოთი TBCG და შედის FTSE 250 ინდექსში.

თიბისი ბანკი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფია საქართველოში, რომლის მთლიანი წილი ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხების 38.5%-ს და არასაბანკო დეპოზიტების 41,0%-ს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42