ვერძი - თავი აარიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. პატივი ეცით გარშემომყოფების მოსაზრებებსა და ღირებულებებს.
კურო - დღეს დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. პროფესიონალიზმში მკაცრი გამოცდა გელოდებათ.
ტყუპები - დღეს მოგიწევთ როგორც ინიციატივის გამოჩენა, ასევე დამორჩილება. თუ ოქროს შუალედს გამონახავთ, დასახულ გეგმას სრულყოფილად შეასრულებთ.
კირჩხიბი - ვარსკვლავები სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ. იმ შემთხვევაში თუ ემოციებს აყვებით, მოსალოდნელია ფულადი დანაკარგები.
ლომი - დღეს ნაკლებად შრომისუნარიანი იქნებით. მოსალოდნელია არასწორი პროფესიული გადაწყვეტილების მიღება. დაძაბულობა გელოდებათ მეორე ნახევართან ურთიერთობაში.
ქალწული - დღეს შინაგანად თავდაუჯერებელი იქნებით, თუმცა, ამას არ გამოხატავთ. გარშემომყოფებს უარყოფით ემოციებს დაუმალავთ. ვარსკვლავები ძველი ურთიერთობის დავიწყებას გირჩევენ.
სასწორი - დღეს თქვენი ოცნებები და სურვილები დაბრკოლებების გარეშე ასრულდება. შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში წინააღმდეგობებს გადააწყდეთ.
მორიელი - შეეცადეთ ინიციატივა მკაცრი რეალობის ფარგლებში გამოიჩინოთ. მომავალზე ოცნება მოსალოდნელი პერსპექტივებით ჩაანაცვლეთ. ნუ დამალავთ უკმაყოფილებას.
მშვილდოსანი - დღეს თქვენი ოპტიმიზმი თანდათან ჩაქრება. არ არის გამორიცხული, რომ ინტერესი დაკარგოს იმან, რაც ადრე გიყვარდათ და გიზიდავდათ. წარმოქმნილ დაბრკოლებებს სამყაროს აღსასრულად ნუ აღიქვამთ.
თხის რქა - ცუდი დღეა ექსპერიმენტებისათვის. სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, წინასწარ გეგმა შეადგინეთ. ასევე ცუდი დღეა ქირურგიული ოპერაციისათვის.
მერწყული - დღეს საკუთარ პრინციპებს თქვენივე საქმიანობით დაუპირისპირდებით. მოსალოდნელია გაღიზიანება, რაც ურთიერთობებში ხელს შეგიშლით.
თევზები - გამართლების იმედი ნუ გექნებათ. გაითვალისწინეთ, ადრე დაშვებული შეცდომები. რჩევებისათვის ახლო მეგობარს მიმართეთ.
მასალის გამოყენების პირობები






