ტექნოლოგიური ინოვაცია - მიკროჩიპი, რომლის "გატეხვაც" შეუძლებელია
ეს საინტერესოა - 18:36, 31 Jul, 2019     1075

ციფრულ ტექნოლოგიებში კვანტური მიდგომების გამოყენება მსოფლიოს რევოლუციურ ცვლილებებს ჰპირდება. ამ მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ისეთი მიკროსქემის შექმნა, რომლის საინფორმაციო და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გამოყენება ჰაკერების მიერ მათ "გატეხვას" შეუძლებელს ხდის.

მიკროსქემის შემქმნელების განცხადებით, კვანტი ადამიანებს იდუმალი რამ ჰგონიათ, თუმცა ის მიკროსამყაროს ერთეულოვანი ობიექტია, ერთეულოვანი ატომი, ფოტონი. სწორედ ამის საფუძველზეა შექმნილი მიკროჩიპი, რომელიც წამში მილიონობით ბიტ ინფორმაციას ამუშავებს და მისი გამოყენება საბსებით შესაძლებელია როგორც მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებში, ასევე ჩვეულებრივ სმარტფონებში. ისინი აცხადებენ, რომ მისი "გატეხვა" ფაქტიურად შეუძლებელია.

"ჩვენ ეს მიკროსქემა ჩართული გვაქვს იმდენად რთულ სისტემაში, რომ პრინციპში მიმდინარე ფიზიკური პროცესები მის გატეხვას შეუძლებელს ხდის. მართალია, რომ ამ ჩიპის პრაქტიკაში დანერგვას გარკვეული გართულება შეიძლება მოჰყვეს, შეიძლება გადამუშავება დასჭირდეს, მაგრამ ფაქობრივად ის უკვე ტექნოლოგიური ინოვაციაა," - აცხადებენ მეცნიერები.

მიკროსქემაში შემთხვევითი რიცხვების გენერირება კვანტურ მოვლენების ფარგლებშ მიმდინარეობს. მიკროსქემის მუშაობას კი ლაზერების სპონტანური გამოსხივება უზრუნველყოფს. სწორედ ეს ხდის მას დაცულად.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროექტები ციფრულ ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებით, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ერთერთი მათგანია ე.წ. კვანტური ინტერნეტი, რომელიც ინფორმაციის გადაცემას კოდირებული ფოტონებით ახდენს. ასეთი ინფორმაციის "გადაჭერა" ფაქტიურად შეუძლებელია. მართალია ამ ინტერნეტის სრული ვაზა ჯერ მზად არ არის, მაგრამ პროექტის ავტორების განცხადებით, ეს მხოლოდ დროის საქმეა.

"ეს ჯაჭვი - ლაბორატორია, კვლევა ახალი მოწყობილობის შეფითვა და პოტენციურ კლიენტთან მიტანა, გვაჩვენებს პროგრესის მასშტაბს, რომლის პოტენციალიც ცხადზე-ცხადია და კვანტური ტექნოლოგიების წარმატებაზე მეტყველებს," აცხადებენ მეცნიერები.

ევროკავშირი გეგმავს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კვანტური ტექნოლოგიების ადამიანების ცხოვრების სხვა სფეროებში გამოყენებასაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42