"2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას!... ხალხი შუქს ვერ ანთებს და ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ" - იმერეთში კრაზანების შემოსევაა
სოც.მედია - 14:59, 31 Jul, 2019     3311

სოციალურ ქსელში ავთო ძაგანია ვანის რაიონის სოფელ ბზვანში კრაზანების შემოსევაზე წერს.

„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს!! ვეპატიჟები სოფლებში, პირველ რიგში, იმისთვის რომ გაიგონ რამდენ ოჯახს მიუწვდება ხელი კომპიუტერთან და ინტერნეტთან, რომ შემდეგ ერთად დავთვალოთ, რამდენი გლეხი ახერხებს მათ საიტზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვას! და იქნებ მერე მაინც მიხვდეთ რამდენად საჭიროა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებსა და რეგიონებში!

ვანის რაიონში სოფელ ბზვანში არასოდეს არ ყოფილა მსგავსი ჯიშის და რაოდენობის კრაზანები რაც წელსაა, მესმის თქვენი პოზიცია, რომ კრაზანები ყველგან იკბინებიან და ამერიკაშიც არიან კრაზანები (გაგიკვირდებათ და ეგ ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კრაზანა იკბინება და ამერიკა რა შუაშია, იქნებ ამიხსნათ, ბატონებო), მაგრამ კრაზანების რაოდენობის ზრდა, ჯიშების გამრავალფეროვნების გამომწვევი მიზეზი და მისი მოსპობის გზები არ ვიცით, მესმის ასევე, რომ არც ერთ სამინისტროს და ცენტრს არ გყოფნით კვალიფიკაცია იმის, რომ მსგავსი საკითხები გამოიძიოთ და ეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზა.

ბოლო პრობლემა, რაც სოფელს ასე შეეხო, იყო ფაროსანები და პირადად ჩემ სოფელს კარგად ახსოვს, როგორც მოაგვარეთ (იაფფასიანი საწამლავით შეწამლეს სოფელი და ფაროსანების მაგივრად ამოხოცეს ფუტკრების ყველა ოჯახი, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა შვილებივით უვლიდა). ფაროსანების რაოდენობამ ცოტათი იკლო. ყოჩაღ!!!

დღეს გავიგე, რომ იმერეთში 2 ადამიანი მოუკლავს კრაზანას! 2 ჯანმრთელი არაალერგიული ადამიანი!! ვუზიარებ მათ ოჯახებს და ბოდიშს ვუხდი!! ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რომ ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის სხვა სამინისტროებიც არაფრის მცოდნე ხალხით რომაა დაკომპლექტებული, წვლილი მეც მიმიძღვის! #მრცხვენიხართ

სოფელში ხალხი შუქს ვერ ანთებს (არა იმიტომ, რომ გადასახადი ისეა გაზრდილი საშუალება არა აქვთ), სოფელში ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, სახლში ჰყავთ ჩაკეტილი, ხოლო გარეთ კრაზანები ბატონობენ! უფროსს უმცროსს ჯიბეში დექსამეტაზონი უდევს იქნებ ამან მაინც გადამარჩინოსო ფიქრობენ (ისე იქნებ დექსამეტაზონის გაძვირება მაინც არ იჩქაროთნ ხალხს ამის იმედი დარჩა მხოლოდ).

წლებია, საქართველოს მთავრობები ხელს უწყობენ და ყველაფერს აკეთებენ „არასწორი ურბანიზაციის დონის გაზრდისთვის“, რომ სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ გლეხმა კაცმა ვერ შეძლოს ოჯახის შენახვა!! და დღეს იქნებ ამ ნახევრად დაცლილი სოფელს მაინც მიხედოთ და შიმშილისგან დაღლილ და დაქანცულ ხალხს კრაზანებს მაინც ნუ მოვაკლევინებთ!!!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgia შეიძლება, ზედმეტს ვითხოვ, მაგრამ ცოტა ჩვენც მოგვხედეთ!!“ - წერს ძაგანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42