შსს მოქალაქის ცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
სამართალი - 19:40, 10 Oct, 2013     1588
შინაგან საქმეთა სამინისტრო საიას პასუხობს. "დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქე ლევან კორკოტაშვილი, რომელიც წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი, დაკავებულია ნარკოდანაშაულისათვის. დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იმ მიზეზით, რომ მან ყბის ტრავმა მიიღო. მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქე კორკოტაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა დაადგინეს (რაც დოკუმენტურად დაფიქსირებულია კლინიკის მიერ გაცემულ „ფორმა N100“-ში), რომ კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს. 
შსს აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებებისგან.


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


დაზარალებულს საია საადვოკატო დახმარებას დაჰპირდა, პროკურატურას კი აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42