როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:27, 31 Jul, 2019     1989

სმარტფონები ელექტრო ბაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთულ განახლებულ და მოდერნიზებულ მოწყობილობებს გვთავაზობენ.

პირად ინბოქსში არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე თუ, სამსუნგის რომელ სმარტფონს ვურჩევდი მომხმარებლებს. ამიტომაც, დღეს შემოგთავაზებთ სტატიას სადაც გაეცნობით თუ როგორ ავარჩიოთ სამსუნგის სმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება; მაშ ასე დავიწყოთ:

სმარტფონის შეძენისას უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ დაზიანების შემთხვევაში რომელ სერვის ცენტრში მოგემსახურებიან, იქნება თუ არა ტექნიკოსი პროფესიონალი ან/და სერტიფიცირებული. თუ სმარტფონის ყიდვამდე ამ საკითხზე არ იფიქრე შეიძლება მომავალში უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. ბრენდის მწარმოებლები აღნიშნულ თემას სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ; კომპანია სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისათვის, რომ განასხვაოს ოფიციალური სმარტფონი არაოფიციალურისაგან. ჰოლგორამიანი სმარტფონის შეძენისას სამსუნგის 1 წლიან გარანტიას მიიღებ და საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვის ცენტრში მოგემსახურება კვალიფიციური კადრი და დაზიანებულ ნაწილებს გარანტირებულად ახალი და ორიგინალი ნაწილით შეგიცლიან. ამ ყველაფრის გარანტიას კი სხვა, არაავტორეზებულ სერვის ცენტრში ვერ მიიღებ.

ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით დამზადებული აქსესუარები (მაგ: დამტენი)

ასევე, თუ შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილად გააჩნია შენ ავტომატურად ერთვები “Trade-In” აქციაში. რას ნიშნავს ეს? სამსუნგი მის ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს მისი ძველი სმარტფონი ახალ Galaxy S10|S10+ზე. ასევე, სამსუნგი სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებს თავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელი Galaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით განსაკუთრებულ ფასად.

დამატებით, Galaxy S10-ის შეძენისას ასევე ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1 წლიანი გარანტია. აღნიშნული სმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური სამსუნგი საჩუქრად გამოგიცვლით.

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ. ასევე დავძენ იმასაც, რომ მე პირადად 6 წელია სამსუნგის მომხარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოც არა ერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.

და ბოლოს

რომ შევაჯამოთ, სმარტფონის შეძენისას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ჩემს მიერ ზემოთ მოთხრობილ კომპონენტებს: ეკრანს, ბატარეას, კამერას და სხვა. აუცილებლად ყურადღება გაამახვილეთ მწარმოებელზე და რამდენად ოფიციალურია მოწყობილობა და აქვს შესაბამისი გარანტია, აქვს დაცვის საშუალებები: ჰოლოგრამა, ოფიციალური სერტიფიკატი ან სხვა.

სად შეიძინოთ სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით?

ამ ყველაფრის შემდგომ კი ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ სად შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით? ამ დროისთვის ოფიციალური სმარტფონების შეძენა შეგიძლიათ Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი. ასევე, იმ სხვა ტექნიკის მაღაზიებში, სადაც შენიშნავთ რომ სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ჰოლოგრამით იყიდება!

ბედნიერ შოფინგს გისურებთ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42