ვაჟა ადამია: პოლიტიკური ორგანიზაციები ვაპირებთ ღრმა ინტეგრაციას სამომავლო ბრძოლისთვის
საზოგადოება - 16:58, 10 Oct, 2013     2926

"სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოსთვის არის სამარცხვინო მრავალ მიზეზთა გამო. მათგან უმთავრესი გახლავთ ის რომ თავად სოჭი იურიდიულად დღეს არის ისევ საქართველოს ტერიტორია,“ - აცხადებს მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია. "ერთა ლიგის მიერ ვართ ჩვენ იმ საზღვრებში რომელშიც შემოდიოდა სოჭიც და ტუაბსეც. დღეს მხოლოდ ფაქტობრივადაა დაკარგული ეს ტერიტორია.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ოკუპირებულ ქართულ მიწაზე ტარდება რუსების ორგანიზებით ოლიმპიადა და მასში მონაწილეობა გახლავთ თავისთავად სამარცხვინო, ხოლო შემდეგ ის რომ რუსეთი თანამედროვე ოკუპანტი საქართველოსი, რომელიც დღესაც ახორციელებს მცოცავ ანექსიას საქართველოში. მის მიერ გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის დამამცირებელი და მიუღებელი აბსოლიტურად.

ამიტომ რასაკვირველია ბოიკოტირებულ უნდა იქნეს ეს ოლიმპიური თამაშები. ერთი მიზეზთაგანი გახლავთ ის რომ საქართველოს მონაწილეობით სოჭის ოლიმპიადაში ფაქტიურად ჩვენ ვემიჯნებით დასავლეთს. ჩვენ მათთან სალაპარაკო აღარ გვრჩება, ჩვენ ვრჩებით პირისპირ რუსეთთან და ზურგით დასავლეთისკენ. აი, მიზეზები, რატომ უნდა იქნას ბოიკოტირებული სოჭის ოლიმპიადა. არაფერს ვამბობ იმ წვრილმანზე რომ ელემენტალურად სპორტისა და რეინტეგრაციის მინისტრს გუნდიც კი არ აქვთ, ოთხკაციანი სამარცხვინო გუნდი, რომლითაც უნდათ ღირსება დაიცვან ერის“, - აცხადებს ვაჟა ადამია.

ის კომენტარს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებითაც აკეთებს და აღნიშნავს, რომ იგივე მეორდება,რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა "ესენგეში" შესვლასთან დაკავშირებით. "რაც შეეხება ზოგადად დოკუმენტს, რომელიც შეეხებოდა ევრაზიულ კავშირს და ესენგეში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას, რომლის თაობაზეც ქადაგებს ბატონი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი კაბინეტის წევრი მინისტრები.

ჩვენ დღეს წარმოგიდექით ის პოლიტიკური ორგანიზაციები რომლებიც ვაპირებთ უფრო ღრმა ინტეგრაციას ერთმანეთში და სამომავლოდ უფრო ფართო ბრძოლის გაშლას ვინაიდან, ჩვენ ვართ მომსწრე და მონაწილე 9-იანი წლების პირველ ნახევარში როდესაც შევარდნაძემ შესძლო გაბრიყვებული ერის და ქვეყნის ესენგეში შეთრევა სხვას ვერაფერს დავარქმევ და დღეს მეორდება იგივე და ჩევნ გვემუქრება დაბრუნება როგორც ესენგეში ასევე ევრაზიულ კავშირში აი, ამიტომ ფართო მუშაობა და ბრძოლაა გასაშლელი რათა წინ აღვუდგეთ აი ამ პროცესებს ერისა და ქვეყნისათვის დამღუპველ პროცესებს და ეს ბრძოლა არ დავტოვოთ ჩვენი შვილების და ჩვენი შთამომავლობის ამარა", - აცხადებს ადამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42