მეცნიერებმა შექმნეს მეტალური მაგნიუმის მიკროსკოპიული სფეროები, რომელთაც შეუძლიათ მედიკამენტები ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ ადგილას მიიტანოს, ამასთან ბურთულების მართვა გარედან არის შესაძლებელი.კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეს გამოგონება პირველი ნაბიჯია იმ მიზნის მიღწევის გზაზე, რომ შეიქმნას ნანორობოტები, რომლებიც დაავადებებს ორგანიზმის შიგნიდან უმკურნალებს, აცხადებს Naked Scince-ი.
მეტალური მაგნიუმის ბურთულები ოქროსი და პარილენის ზოლებით არის დაფარული, რათა მონელების სისტემამ ისინი არ დააზიანოს. მაგნიუმის ღია ფენა რეაგირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის სითხეებთან და წარმოქმნის მცირე ზომის ბუშტუკებს. რომლებიც ბურთულების გადაადგილებას უწყობენ ხელს.
ამასთან მეცნიერებმა ინდივიდუალურ მიკროსფეროსა და პერილენის ფენას შორის მედიკამენტი შეიყვანეს. ამ ეტაპზე ბურთულებს შეეძლოთ წამლის გადატანა, მაგრამ კონკრეტულ ადგილამდე მიტანის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობდა. ამის მოსაგვარებლად მეცნიერებმა ფოტოაკუსტიკური კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს - მეთოდი რომელიც ააქტიურებს ინფრაწითელ ლაზერული ნათების იმპულსებს, ორგანიზმის შინაგანი გარემოს ანალიზისთვის. ეს საშუალებას აძლევს მეცნიერებს მიკროსფერების მოძრაობას რეალურ რეჟიმში დააკვირდნენ. შესაბამისად, ბურთულებს შეეძლებათ სიმსივნეებთან და ლოკალურად იმოქმედონ კიბოს უჯრედებზე.
მასალის გამოყენების პირობები






