სახელმწიფო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლას ახალი მეთოდებით იწყებს. მთავრობამ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგია უკვე დაამტკიცა. ბრძოლის მთავარი მეთოდი მოქალაქეთა ინფორმირებულობაა, ხოლო აქცენტი ამ შემთხვევაში მოსწავლეებზე კეთდება. მიმდინარე წლიდან, გაკვეთილების ცხრილს კიდევ ერთი საგანი დაემატება, მოსწავლეებს ე.წ. ქურდული სამყაროს უარყოფით მხარეებს სპეციალურ გაკვეთილზე აუხსნიან. მე-7 და მე-9 კლასელები საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციას მასწავლებლებთან ერთად მანდატურებისა და სამართალდამცველებისგან მიიღებენ. მთავრობის დადგენილებით, ისინი სამართალდამცავ უწყებებსაც მოინახულებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, გაკვეთილის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების განვითარება. „მოსწავლეები საკუთარი უფლებებისა და პრობლემების კანონიერი გზით მოგვარებას სკოლაშივე შეისწავლიან. ასევე, გაკვეთილზე განხილული იქნება კონკრეტულად ის ქეისები, რომელთა უცოდინრობის გამო, არასრულწლოვანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდებიან“, - აცხადებს გიგაურმა.
ტრენინგები მასწავლებლებსა და მანდატურებსაც ჩაუტარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






