სიკეთის 10 ფაქტი, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთდა
სოც.მედია - 20:41, 28 Jul, 2019     1686

სოციალური ქსელებს რომ დიდი ძალა აქვთ, ეს ყველამ კარგად იცის. სამწუხაროდ, ხშირად ამ ძალას ადამიანები ბოროტად იყენებენ, თუმცა, სოცქსელებს არაერთი კარგი საქმეც გაუკეთებიათ.

1. ძაღლი დეიზის 7 ლეკვი ხანძრის დროს დაიღუპა. ცხოველი დეპრესიაში იყო და სავარაუდოდ ამ ტრაგედიას ვერ გადაიტანდა, რომ არა სოციალური ქსელი - დეიზის პატრონმა ძაღლის ფოტო ფეისბუქში გამოაქვეყნა, შესაბამისი კომენტარით, რაც ობლად დარჩენილი 8 ლეკვის პატრონმა ნახა...

ამჟამად დეიზი ბედნიერი დედობილია.

2. ტეხასის მცხოვრებმა დონატების მაღაზია გახსნა, თუმცა რამდენიმე დღე მის ობიექტში ფაქტიურად არავინ შესულა. "ჩემი მოწყენილი მამა" - თვითერში ამ სათაურით გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი ლაიქი ჰქონდა, ხოლო მამის მაღაზია მეორე დღესვე სტუმრებით აივსო.


3. ახალგაზრდა მამამ ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ უცვლის თავის ჩვილ შვილს პამპერსს ტუალეტში. ფოტო კომპანია Pampers-მა ნახა და მთელი ამერიკის მასშტაბით 5 ათასი სპეციალური მაგიდა დაამონტაჟა, სადაც ბავშვისთვის საფენების გამოცვლა შეგეძლებათ.

4. ინგლისელი გოგონა ელსი აუტიზმითაა დაავადებული. ერთ დღეს მან საყვარელი კაბა დაკარგა. ის საშინლად განიცდიდა, თუმცა, ოჯახის მეგობრებმა კაბის ფოტოსურათი თვითერში გამოაქვეყნეს და გულისხმიერმა ადამიანებმ,ა მოახერხეს ელსისთვის ზუსტად ანალოგიური კაბის მოძებნა.

5. არაერთხელ ყოფილა, როდესაც სოცქსელში დადებულმა ვიდეომ ადამიანს პოპულარობა მოუტანა. ასე მოხდა სამხრეთ აფრიკელი ტაქსის მძღოლის შემთხვევაშიც. მისმა ერთმა მგზავრმა ჩუმად მისი სიმღერის ვიდეო გადაიღო და სოცქსელში გაავრცელა. ტაქსის მძღოლი აფრიკულ "ნიჭიერში" დაპატიჟეს და კეიპტაუნის ოპერაშიც მიიწვიეს მოსმენაზე.

6. მოქალაქემ ზღვის ნაპირზე ძვირად ღირებული ყურის პროთეზი დაკარგა, რომელიც მომენტალურად ზღვამ გაიტაცა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ პროთეზი დამსვენებლებმა იპოვეს, ხოლო სანაპირო სამსახურმა ის ფეისბუქში გაავრცელა და პატრონმაც დანაკარგი დაიბრუნა.

7. გოგონა ქველმოქმედებისთვის ფულს აგროვებდა, რისთვისაც ქუჩაში ლიმონათს ყიდდა. მან სულ 9 დოლარის ივაჭრა, თუმცა, ეს ფულიც ქუჩის ხულიგნებმა მოპარეს. სოცქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გოგონას უკვე პოლიცია იცავდა, ხოლო დღიურმა ნავაჭრმა 300 დოლარს მიაღწია.

8. 18 წლის ბიჭუნას გართობისა და დასვენების პარკში უნდოდა სამუშაოზე მოწყობილიყო, მაგრამ მენეჯერებს მისი თმები არ მოეწონათ. აღშფოთებულმა დედამ ამის შესახებ პოსტი დაწერა და შვილის სურათიც დაურთო. პოსტს 20 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა ხოლო ბიჭი ერთერთმა სამოდელო სააგენტომ აიყვანა სამსახურშ.

9. ამ ბიჭს ძალიან უნდოდა ჰავაიზე დასვენება, თიმცა შესაბამისი თანხები არ ჰქონდა. მან თვითერში ფეიქ-ვიდეო დადო, თითქოს ის სანუკვარ ადგილას იყო. ვიდეოს 600 000 ნახვა ჰქონდა, ხოლო ერთერთმა ავიაკომპანიამ ბიჭს მნგზავრობა დაუფინანსა.

10. დედას პატარა გოგონა საბავშვო ბაღში ერთიდაიგივე გზით დაჰყავდა. გზაში მათ უცნაური პატარა კარებიანი სათავსო ხვდებოდათ. ბავშვის კითხვაზე დედამ უთხრა, რომ იქ ფერიები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ ბავშვი მუდმივად ითხოვდა ენახა ფერიების სახლი. დედამ ეს ფაქტი სოცქსელში დაწერა. მას იმ სახლის პარტონი გამოეხმაურა და ერთობლ;ივი ძალებით დიდებმა ბავშვს შესანისნავი სიურპრიზი მოუწყეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42