სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე მეორედ აძლიერებს ზაზა ოქუაშვილის პოზიციებს- " ომეგა ჯგუფი" იუსტიციის სამინისტროს პასუხობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:25, 27 Jul, 2019     2982

„ომეგა ჯგუფი“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გუშინ, 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„განვმარტავთ, რომ როგორც პირველი, ასევე, მეორე საგანგებო არბიტრაჟის დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პოზიცია იყო, რომ ბრიტანეთისა და საქართველოს საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით დავის განხილვის ექსკლუზიური იურისდიქცია გააჩნია საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრს და არა - სტოკჰოლმის არბიტრაჟს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეს პოზიცია საფუძველშივე უარყო როგორც პირველმა, ასევე მეორე საგანგებო არბიტრმა.

ამგვარად, მიუხედავად პირველი და მეორე არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსხვავებული სარეზოლუციო ნაწილისა, ორივე საგანგებო არბიტრმა დაუსაბუთებლად მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტესტი იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, კიდევ მეტად აძლიერებს ზაზა ოქუაშვილის პოზიციებს ძირითად ტრიბუნალში.

მეორე საგანგებო არბიტრის შეხედულებით, პირველი საგანგებო არბიტრის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მხარეს აღარ განუხორციელებია იმგვარი ქმედება, რაც ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციებს საფრთხეს შეუქმნიდა. სწორედ ამის გამო, მეორე საგანგებო არბიტრმა ვერ დაინახა საქართველოსთვის დაწესებული აკრძალვის დამატებით გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა.

საგანგებო არბიტრის 19 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ გამაფრთხილებელ სიგნალს საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს მხარე კვლავ განახორციელებს ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციების ხელყოფისაკენ მიმართულ საფრთხის შემცველ ქმედებებს, სათანადო იურისდიქციისა და კომპეტენციის მქონე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუწესოს საქართველოს მხარეს აკრძალვა და კვლავ დაიცვას ზაზა ოქუაშვილის ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფისაგან,“ - ნათქვამია „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42