,,განათლების პროფესიული კავშირი“ სახელმწიფოს პედაგოგთა ეფექტური დაზღვევის გეგმას სთავაზობს
საზოგადოება - 15:38, 10 Oct, 2013     4424
,,განათლების პროფესიულ კავშირიში“ პედაგოგთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის არაეფექტურ პროგრამაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მასწავლებელთა საყოველთაო დაზღვევის პოლისში არ არის გათვალისწინებული პედაგოგთა ინტერესები.

 ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას პროფკავშირის პრეზიდენტი გიორგი ლაცაბიძე აცხადებს, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში პედაგოგებისთვის დაზღვევა ეფექტური იქნება. - კონკრეტულად რა პრობლემას ხედავთ ახალ სადაზღვევო პროგრამაში, რა არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევაში? - არ არის განხორციელებული წინასწარი კვლევა რა სჭირდება მომხმარებელს, ანუ სადაზღვევო ნაწილი გათვლილია მხოლოდ მის ფინანსურ ნაწილზე და გულისხმობს სტანდარტულ პაკეტს.

არ არის საკმარისი მედიკამენტოზური დახმარება. ამ მიმართულებით პოლისში მითითებულია 50 ლარიანი ლიმიტი 50% თანაგადახდით. თითქოს კონსულტაცია უფასოა, მაგრამ ხშირად ექიმები ისეთ პრეპარატებს უნიშნავენ პაციენტებს, რომ რეალურად ყველანაირი თანხის ამოღება ხდება პაციენტისგან. - თქვენ ამბობთ, რომ საყოველთაო დაზღვევა არაეფექტურია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ 2014 წლის თებერვლიდან დაუზღვეველი მოქალაქეების საბაზისო პაკეტისთვის 68 მილიონ ლარს გამოყოფს,ხოლო ივლისიდან ეს თანხა კიდევ თითქმის100 მილიონით გაიზრდება? - 2013 წლი 21 თებრვლიდან მოქმედებს საყოველთაო დაზღვევის პაკეტი.

 თუმცა მასწავლებელთა ნაწილს დარჩა იგივე სადაზღვეო პოლისი რაც მანამდე ჰქონდათ შეთავაზებული, ანუ სახეზე გვაქვს შერეული მოდელი. მომავალი წლიდან ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საყოველთაო დაზღვევის პროგრამისთვის იზრდება, მაგრამ მასში არ არის გათვალისწინებული პედაგოგთა ინტერესები. - ამბობთ, რომ პედაგოგებს სპეციპფიკური პაკეტი უნდა შესთავაზონ, რომელიც კონკრეტულად მათზე იქნება მორგებული, რა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შედგეს მასწავლებელთა ეფექტური სადაზღვევო პოლისი? - რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს საკითხი უნდა დააყენოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რადგან ეს მათი ზრუნვის ელემენტია.

არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური დაავადებები, რომლებიც შესაძლოა დამახასიათებელი იყოს მასწავლებელთა კონტიგენტისთვის, მოგეხსენებათ პედაგოგთა 96% ქალბატონია , არ არის გათვალისწინებული ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები, გინეკოლოგიური და სარძევე ჯირკვლის დაავადებები.

 შექმნილია ბიოროკრატიული ბარიერები, მაგალითად კიბოს ქიმიო თერაპიის პროცედურა ფინანსდება 1200 ლარით და საჭიროა 8 პროცედურა, პაციენტს 8-ჯერ სთხოვენ ერთსა და იმავე დოკუმენტს. რაც მთავარია, არ არის გათვალისწინებული რეგიონების მიხედვით მაღალი რისკის შემცველი დაავადებები, მაგალითად, შესაძლოა ქვეყნის რომელიმე რეგიონი იყოს ენდემური პრობლემების კერა , სხვა რეგიონში სტატისტიკურად იყოს ონკოლოგიური დაავადებების მაღალი რისკი და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გაიწეროს დაზღვევის პოლისი.

ხანგრძლივი მკურნალობა თუ არა, ასეთი ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკის ეტაპი მაინც უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. - თქვენი გეგმა როგორია, იმ პრობლემების მოგვარება როგორ უნდა მოხერხდეს რაც ჩამოთვალეთ? - ვთავაზობთ სახელმწიფოს 3 პუნქტიან გეგმას, რათა მასწავლებლებს 2014 წლიდან ჰქონდეთ ეფექტური სადაზღვევო პაკეტი და არა ის, რაც ჩინოვნიკებს ჰგონიათ რომ იაფია და ამიტომ დაუწესეს პედაგოგებს.

1. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საერთო მონაცემთა საფუძველზე მოხდეს სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ავადობის მაჩვენებლების ზოგადად სამიზნე ჯგუფში, რაც მოკლე დროში შეიძლება გაკეთდეს ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ბაზებსა (რომელთაც აქვთ პედაგოგთა სრული ბაზა) და ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ სტატისტიკაზე დაყრდნობით;

2. შეიქმნას ფოკუს-ჯგუფები მასწავლებელთა შორის მოთხოვნის შესასწავლად;

3. შემუშავდეს სადაზღვევო პაკეტი, რომელიც გათვლილი იქება მონაცემებსა და მოთხოვნებზე. განათლების პროფესიული კავშირი მზადაა ჩაერთოს სამუშაო ჯგუფში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42