ტექნოკრატი მთავრობის შექმნა და სასწრაფო რეფორმები - რას ურჩევენ ზელენსკის Atlantic Council-ის ექსპერტები
მსოფლიო - 17:58, 26 Jul, 2019     1149

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტიის გამარჯვება შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და წარმატებული რეფორმების გატარებისთვის აცხადებენ ანალიტიკურ ცენტრ Atlantic Council -ის ექსპერტები.

უპირველეს ყოვლისა ისი ხაზს უსვამენ იმგარემოებას, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ფასაოცრად ზუსტი აღმოჩნდა და "ხალხის მსახურმა" არამარტო პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვა, არამედ მაჟორიტართა უმრავლესობაც მოიგო.

პოლიტოლოგი ანდერს ასლუნდი აცხადებს, რომ რადას დღევანდელი შემადგენლობიდან თითქმის 2/3 არასდროს ყოფილა პარლამენტის წევრი. შესაბამისადმ პირველად თითქმის 30 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში წამყვან პოზიციებზე არ იქნებიან ის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იზრუნებენ.

"გამარჯვების მასშტაბი და ე,წ, "გამოცდილი პოლიტიკოსების" ნაკლებობა ტექნოკრატი მთავრობის შექმნის ალბათობას ზრდის. დიდი მნიშვნელობა ექნება სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებასაც და პოლიტიკის დაფინანსების დარეგულირებასაც. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს, მოხსნას გენერალური პროკურორი, გაწმინდოს საბაჟო და ეკონომიკური რეფორმები გაატაროს. შეიძლება მოხდეს სახემწიფო სასოფლო სამეურნეო მიწების პილოტური გაყიდვა და სამართლიანი პრივატიზაციის დაჩქარება," - აცხადებს იგი.

სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს პრეზიდენტს მეორე ექსპერტიც, რომელიც თვლის რომ ტემპის დაგდება მას კრიტიკულ სიტუაციაში ჩააგდებს, რადგან მას აღარ შეეძლება წინამორბედის მსგავსად, პარლამენტს საჭირო კანონპროექტების ჩაგდება დააბრალოს.

პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ზელენსკიმ დრო არ უნდა დაკარგოს ოპონენტების დევნაზე, იმოქმწდოს მკაცრად კანონის ფარგლებში და ლუსტრაციის კანონი დისკრიმინაციულად არ უნდა გამოიყენოს, რათა არ დაკარგოს ბევრი ნიჭიერი ტექნოკრატის გამოყენების შესაძლებლობა.

ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მოიხედავად მეორე ადგილისა, პრორუსული ძალის მცირე, 13%-იც ქვეყანას მომგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ კრემლი უკრაინაში გავლენას კარგავს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42