ვერძი რთული ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ერთის მხრივ არასდროს ისვრის სიტყვებს ჰაერში და ყოველთვის ასრულებს თავის პირობას, მეორეს მხრივ კი – ადვილად მიდის ნებისმიერ რისკსა და ავანტიურაზე. თუ ენერგიული ვერძი მიუხედავად ყველაფრისა მაინც გადაწყვეტს მოტყუებას, ესე იგი, მას არ ჰყოფნის ემოციები და დინამიკა. ვერძი ძალიან აქტიურია და თუ პარტნიორი ვერ შეძლებს შეთავაზებული რიტმის გაზიარებას, მაშინ ის მარტო აგრძელებს წინსვლას. გარდა ამისა, მას საკმაოდ სერიოზული ეგო აქვს, რომელსაც მუდმივი ყურადღება და შექება ჭირდება. თუ თქვენ საქმიან პარტნიორად ვერძს აირჩიევთ, რეგულარულად მოგიწევთ უმტკოცოთ ერთგულება და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, მასზე მუდმივად შთბეჭდილების მოსახდენად.
კურო, საქმეში, ერთ-ერთი ყველაზე ერთგულია. მთავარია, მას გაუმხილოთ თქვენი გეგემბი და მიზნები, ხშირად უსმინოთ მას და გაითვალისწინოთ მისი რჩევა-დრიგებები. ნუ შეგეპარებათ ეჭვი, რომ ის გიღალატებთ ან მიგატოვებთ რთული სიტუაციის დროს. მაგრამ, თუ ის მიხვდა ან იეჭვა, რომ მას საქმიანი პარტნიორი ატყუებს ან ღალატობს, აუცილებლად აიღებს რევანშს და ეცდება გაგანადგუროთ. უბრალოდ, ენდეთ მას და ნურასდროს ეცდებით მის მიმართ მკაცრი ტონით საუბარს და შეურაცხოფას.
ტყუპები არასაიმედო და საკმაოდ ანგარებიანი საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებსაც ყველაფრის კარგად გათვლა ეხერხებათ. ორივე თვისება მუდმივად აიძულებს ტყუპებს აჰყვეს ცდუნებებს და გადადგას გაუთვალისწინებელი ნაბიჯები. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ჭირდებათ ”ინტელექტუალური სტიმულაცია”, რადგან მათთვის პირველ რიგში, საქმიან პარტნიორთან საუბარია საინტერესო და არა გეგმების რეალურად განხორციელება. მათი დაყოლიება და მართვა რთულია. თუმცა, თუ შეძლებთ და მოიპოვებთ მის ნდობას, ის ბრძოლის ველზე არადროს მიგატოვებთ და ნებისმიერ საქეში დაგიდგებათ გვერდით.
კირჩხიბი ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც ნაკლებად იმსახურებს ნდობას. მისთვის, საქმეში ღალატის მიზეზად, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და წვრილმანებზე ყურადღების ზედმეტი გამახვილება შეიძლება იქცეს. კირჩხიბმა თვითონაც არ იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, თუმცა გამუდმებით მოითხოვს ყურადღებას და გვერდით დგომას გარშემომყოფებისგან. კირჩხიბს პრობლემები აქვს საკუთარ თავთანაც, ამიტომ მასთან მეტად დელიკატური უნდა იყოთ და აკონტროლოთ სიტყვები და ქმედებები. თუ მოინდომა, ის ყოველთვის ახერხებს ბრალი დასდოს ადამიანს ტყუილში და არასდროს აღიაროს საკუთარი დანაშაული. თუ კირჩხიბი გრძნობს, რომ თქვენ ის გჭირდებათ, მაშინ ის თქვენს გვერდით დაჩნდება, მთავარია იყოთ მის გვერდით მეტად გულახდილი და გაუმხილოთ ის, რასაც განიცდით და გრძნობთ.
ერთი შეხედვით ამაყი და თვითდაჯერებული ლომი, ხშირად ცდება გარშემომწყოფებში. ის, წინააღმდეგია ადვილად იცვალოს სამეგობრო წრე და საქმიან იპარტნიორები. უყვარს ლიდერობა და მმართველობა, ამიტო მის გვერდით სიტყვების აწონ-დაწონვა და გააზრებაა საჭირო. ლომი იმდენად პრინციპულია, რომ თითქმის არასდროს ღალატობს კოლეგებს, რაც მას ძალიან საიმედო პარტნიორად აქცევს. მხოლოდ ერთი ნიუანსია – არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ მასზე უკეთესი, მდიდარი, წარმატებული ან ნიჭიერი, თორემ ის ადვილად და დიპლომატიურად ჩამოგიშორებთ გვერდიდან და თვითდამკვიდრებას სხვასთან ურთიერთობაში ეცდება.
ქალწულის ნდობა უსაფრთხოა. ამ ნიშნით დაბადებულს რთული ხასიათი აქვს – უყვარს მარტოობაა, მუდამ თვითანალიზითაა დაკავებული და ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებისკენ ისწრაფის. ქალწულს მოსწონს, როცა ის არა დამსახურებებისთვის, არამედ უბრალოდ ისე უყვართ კოლეგებს და მეგობრებს. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ქალწულმა მეგობრად ან საქმიან პარტნიორად აგირჩიათ, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრის და ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ მიიღო. ზოდიაქოს ამ ნიშნის კიდევ ერთი თავისებურებაა – გადაჭარბებული აკურატულობა. ამიტომ, თუ ის ოდესმე გადადგამს საბედისწერო ნაბიჯს და გარისკავს, ეს არა დაუფიქრებელი და თავქარიანი გადაწყვეტილება იქნება, არამედ სერიოზული წყენის შედეგი.
სასწორი ყველაზე დაბალანსებული და სამართლიანი ზოდიაქოს ნიშანია. ერთის მხრივ, უყვარს სტაბილურობა, სერიოზულად ეკიდება ყველა მოვალეობას და როგორც წესი არასდროს იტყუება. მეორეს მხრივ კი, მისთვის არაა უცხო თავგადასავლები. თუ შეძლებთ და მისი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი გახდებით, ეს ძალიან წაადგება თქვენს როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებას. სასწორს არ შეუძლია საკუთარი გრძნობების დამალვა, ამიტომ თუ რაიმეში გიღალატებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თვითონვე აღიარებს ყველაფერს და პატიებასაც დროთა განმავლობაში გთხოვთ.
მორიელებს შეგიძლიათ საიდუმლო თამაამდ გაანდოთ, ის არასდროს გაგთქვამთ და პრიქით, მოგისმენთ და დაგარიგებთ. თუმცა, თქვენი რჩევის გარეშე არ ჩაერევა თქვენს საქმეებში. არ უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და მით უმეთეს, შარს არასფროს ეძებს. საქმიანია, თუმცა თუ თქვენს ერთგულებაში ეჭვი შეიტანა, ადვილად დაგივიწყებთ და გაწყვეტს ნებისმიერ კონტაქტს. მორიელის ერთგულების მოპოვება მხოლოდ ხშირი და მრავალფეროვანი საუბრებით და შეხვედრებით შეიძლება. მთავარია მის გვერდით იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ და არა შენიღბული.
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ მშვილდოსანს მუდმივად ჭირდება აქტიური მოქმედება და თავგადასავლები. თუ თქვენ იზიარებთ მშვილდოსნის ავანტურისტულ მისწრაფებებს და არ შეზღუდავთ მის თავისუფლებას, ის ძალიან ერთგული საქმიანი პარტნიორი და თქვენი მეგობარი გახდება. მშვილდოსანი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ და გვერდით დაგიდგეთ. თუმცა, იგივეს მოითხოვს თქვენგანაც. ურთიერთობებში რბილი და დამთმობია, თუმცა, მის გვერდით დიპლომატიური უნდა იყოთ, არ გადაამლაშოთ საუბარში და ქმედებებიც აკონტროლოთ.
თხის რქა ის მეგოაბრი და საქმიანი პარტნიორია, რომელსაც ასი პროცენტით შეგიძლიათ ენდოთ. მშვიდი და გაწონაწსორებული თხის რქა იმდენად დისციპლინირებულია, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ის მაინც ყოველთვის დროულად შეძლებს გაჩერებას. მას შეგიძლიათ თვალდახუჭულმა ანდოთ თქვენი ფინანსები და გაუმხილოთ საიდუმლო. ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ და გადადოს თავისი საქმეები თქვენს გამო. თუმცა, სამაგიეროდ, თხის რქა ყოველთვის პატივისცემას და მისით აღფრთოვანებას მოითხოვს, მუდმივად ჭირდება შეხსენება, რომ ის განსაკუთრებული პარტნიორი და შეუცვლელი მეგობარია თქვენთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ღალატი ბუნერივი ანომალიის ტოლფასია. მას ურჩევნია გაწყვიტოს ურთიერთობა, ვიდრე წავიდეს ტყუილზე.
ზოდიაქოს ნიშნებს შორის მერწყული ყველაზე ცვალებადი და ხშირად ამოუხსნელია. მისი სურვილები ძალიან სწრაფად იცვლება და ვერასდროს გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ მისგან. გარდა ამისა, ძალიან ადვილია მისი მოტყუება. მაგრამ თუ ამაში გამოგიჭირათ ან ეჭვი აიღო თქვენზე, მისგან დანდობას ნუ ელით. უმეტესად, არ უყვარს დიდხანს დაფიქრება და არასდროს შეაქვს ეჭვი სხვების მოქმედებაში. სწორედ ეს თვისება აქცევს მას ნაკლებად საიმედო საქმიან პარტნიორად და მეგობრად. მას შუეძლია წავიდეს თქვენს გამო ავანტურაზე და არც კი დაფიქრდეს ისე გარისკოს თქვენთან ერთად.
თევზების ნიშნით დაბადებულები მდიდარი წარმოსახვის ფანტაზიორები არიან. ისინი საკმაოდ ერთგული საქმიანი პარტნიორები არიან, რომელთაც ყველა ურთიერთობაში სიხალისე და რომანტიკა შეაქვთ. უყვართ კოლეგების განებივრება და მეგობრებთან დროის ტარება. თუმცა თუ ის გაგინაწყენდათ და თქვენი ქცევა არ მოეწონათ, დაუნდობლები ხდებიან და ყველაფერ გააკეთებენ რომ გული გატკინოთ. თევზებს უყვართ სიურპრიზების კეთება და მუდმივად ცდილობენ გარშემომყოფების და განსაკუთრებულად სანდო ადამიანების გაკვირვება. ერადერთი რაც მის გვერდიტ არ უნდა გააკეთოთ, ესაა რომ მას თავისუფლება არ შეუზღუდოთ.
მასალის გამოყენების პირობები






