კუნძული არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა მისი "ოკუპაციის" საინტერესო ისტორია.
კუნძული კანადისა და დანიის ტერიტორიულ წყლების საზღვარზე მდებარეობს. სწორედ ამის გამო უკვე წლებია მის მფლობელობაზე კანადა და დანია დაობენ. დანია, როგორც მოგეხსენებათ გრენლანდიის პროტექტორია და მის საგარეოპოლიტიკურ საკითხებს განსაზღვრავს, მათ შორის სასაზღვრო დავებს.
1984 წლიდან კუნძულის გამო ორ ქვეყანას შორის "ინტელიგენტური ომი" მიმდინარეობს - რამდენიმეთვიანი ინტერვალით კუნძულზე ხან კანადისა და ხან დანიის სამხედრო მეზღვაურები გადმოსხდებიან ხოლმე, ხსნიან მოწინააღმდეგის სახელმწიფოს დროშას და საკუთარს აღმართავენ. ამ ცერემონიის შემდეგ, კუნძულის "დაპყრობის" აღსანიშნავად მეზღვაურები საზეიმოდ სვამენ სასმელებს... რომელიც მათ მოწინააღმდეგემ დაუტოვა - ტრადიციის თანახმად დანიელი მეზღვაურები კანადელებს შნაპსს უტოვებენ, ხოლო კანადელები დანიელებს - ვისკის.
კონფლიქტი ჰანსის კუნძულის თაობაზე 1933 წელს დაიწყო, როდესაც დანიამ საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედ პალატაში სარჩელი შეიტანა და კანადას სასამართლო მოუგო. ამ გადაწყვეტილებაში კორექტივები მეორე მსოფლიო ომმა შეიტანა, როდესაც ერთა ლიგა და შესაბამისად საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი პალატა გაუქმდა და შეიქმნა გაერო და მისისაერთაშორისო სასამართლო. გაუქმდა ჰანსის კუნძულის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც, თუმცა ეს მაშინ არავის ახსოვდა.

კონფლიქტი განახლდა მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა საზღვაო საზღვრების სადემარკაციო ხაზის გავლება. მიუხედავად იმისა, რომ დანია და კანადა სხვა ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, ჰანსის კუნძული". ყველას გასაკვირად, დღემდე ე.წ. "განხეთქილების ვაშლის" როლს თამაშობს. საკითხი 2004-ში კიდევ უფრო მკვეთრად დაძაბული გახდა, რადგან კანადამ კუნძულის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება გადაწყვიტა. მათ კუნძულზე კანადის დროშა აღმართეს და კუნძულზე თავდაცვის მინისტრიც ჩავიდა. დანიამ ამ საკითხზე სასწრაფოდ ნოტა აფრინა გაეროში.
რაც შეეხება სასმელის დატოვებას, ეს ტრადიცია დანიელთა მხრიდან მოდის. 1984 წელს დანიის მინისტრმა გრენლანდიის საკითხებში კუნძულზე დროშის გვერდით დატოვა შნაპსი და ბანერი, წარწერით: "მოგესალმებით დანიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე".
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანა ერთი სამხედრო ბლოკის NATO-ს წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






