დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებას, რომლის ვიდეოჩანაწერიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასულიერო პირი ქადაგებისას საუბრობს ტელევიზიების დასჯაზე, მისი თქმით, სახელმწიდო მორწმუნეებს უშლის რომ ბოროტებას წინ აღუდგნენ და არ აძლევს საშუალებას რომ ტელევიზიები დაამხონ და სისხლი დაღვარონ:
„დღეს გვაქვს ტელევიზია, დავუშვათ იგივე რუსთავი2 თუ სხვა, რომლებიც გამოდიან და ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ასევე ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც უბრალოდ, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი მივიდეთ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და აღვუდგეთ წინ თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელმწიფო გვეუბნება რომ ეს არის 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები...“- აცხადებს ახვლედიანი.
ის ასევე საუბრობს მონარქიის დაბრუნების აუცილებლობაზე და აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯა სირცხვილი არაა და მეფემ, რომელიც მომავალში საქრათველოს ტახტზე ავა საჯაროდ ხმლით უნდა მოაჭრას თავი ყველა ღვთის მგმობელს:
„მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, მირონცხებული სათავეში, რომ დაიყენოს ყველა მოედანზე ღვთის მგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთხელ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმში ინახება. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა.“- აცხადებს დეკანოზიმასალის გამოყენების პირობები






