"გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული... ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად"
სოც.მედია - 16:20, 25 Jul, 2019     1437

სოციალურ ქსელში ზრა შევარდნაძე გურიაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე წერს.

"გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული..

აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბახჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად.. ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.

ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები როგორიც სულ მახსოვს. მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი.

ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.

არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არააქვს..

გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი სულ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში "კორიზაის ველზე", "მერეში" დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა.. რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა..

შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.

იმედ გადაწურული ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?

არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა.

ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი.." - წერს შევარდნაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42