დუბაის შეიხმა და მისმა ცოლმა, რომელიც მეუღლისგან 39 მილიონი დოლარით გაიქცა, სასამართლო პროცესი წამოიწყეს. მათი თქმით სასამართლო პროცესის მთავარი საკითხი ბავშვების შემდგომი ბედი და მათი კეთილდღეობა იქნება და არა გაყრა და ფინანსების გაყოფა.
როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ საქმეზე პირველის მოსმენა ჯერ კიდევ 22 მაისს გაიმართა, საბოლოო სხდომა კი 2 დღე გაგრძელდება და 30-31 ივლისს არის ჩანიშნული. შეგახსებთ, რომ პრინცესაი ჰაიას დუბაიდან გაქცევის შესახებ ამბავი მსოფლიო მედიაში ივნისის ბოლოს გამოჩნდა.
Daily Mail-ის ინფორმაციით შეიხმა და პრინცესამ მსოფლიოს საუკეთესო ადვოკატებში შემავალი პირები დაიქირავეს, შეიჰ მუჰამედის ინტერესებს ელენ უორდი დაიცავს, რომელიც ასევე მონაწილეობდა გაი რიჩისა და მადონას, შერილ კოულისა და ეშლი კოულის გაყრის პროცესში. პრინცესა ჰაიას ადვოკატი კი ფიონა შაკლტონი იქნება, რომელიც პრონცი ჩარლზის ინტერესებს იცავდა დაიანასთან გაყრის პროცესში და პრინცი ენდრიუს ინტერესებს სარა ფერგიუსონთან განქორწინების დროს, ის ასევე იყო პოლ მაკარტნის ინტერესების დამცველი ჰიზერ მილსთან გაყრსი დროს. ამ დროისთვის შაკლტონი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ადვოკატიცაა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ პრინცესა ჰაიას დუბაიდან გაქცევის მიზეზი შესაძლოა მისი საიდუმლო შეყვარებული, 36 წლის ბრიტანელი, ყოფილი სამხედრო ქვეითი რასელ ფლაუერსი ყოფილიყო, რომელიც პრინცესას პირად მცველად მუშაობდა 5 წლის განმავლობაში და მას ყოველთვის თან დაყვებოდა ყველა მოგზაურობაში.
Daily Mail-ი წერს რომ ფლაუერსი 2018 წელს ცოლს დაშორდა და მარტო გადავიდა საცხოვრებლად ფერმაში, რომელიც მას პრინცესა ჰაიამ აჩუქა, პრინცესას მიერ ნაჩუქარ საჩუქრებს შორისაა Range Rove და 50 000 ფუნტის ღირებულების სანადირო თოფიც. მას შემდეგ რაც მისი და პრინცესას რომანის შესახებ დუბაიში ხმების გავრცელება დაიწყო, მან თანამდებობა დატოვა და დუბაიდან გაუჩინარდა.
მასალის გამოყენების პირობები






