ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
სამართალი - 11:22, 25 Jul, 2019     1048
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვისა და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ-მ ე.კ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, ზ.ბ-ს და ტ.დ-ს მეშვეობით, მიმართა „კრიმინალურ ავტორიტეტს“ გ.დ-ს. გ.დ-მ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდთან“ ი.დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისის თვეში, თბილისში გამართულ „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ.გ-ს სასარგებლოდ. მან ე.კ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-ს, ასევე თავისთვის და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

გ.დ-ს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ე.კ-მ მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯ.კ-ს, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე.კ-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ჯ.კ-მ მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში დაიბარა.

2018 წლის 16 ივნისს, თურქეთში შედგა ქურდული შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ე.კ, გ.გ., გ.დ და ტ.დ, რა დროსაც „კანონიერი ქურდის“ ჯ.კ-ის მიერ დავა კვლავ გ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო ე.კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ.გ-სთვის, ასევე კანონიერი ქურდებისა და დავის განხილვაში მონაწილე ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად.

2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გ.გ., ზ.ბ., ტ.დ., ე.კ. და გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გ.დ.- ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ზ.ბ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით; ტ.დ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223'-ე მუხლის 1 ნაწილით და 223''-ე მუხლით; ე.კ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით; გ.გ.-ს - საქართველოს სსკ-ის 223''-ე მუხლით და 223''''-ე მუხლის 1 ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42