„15 წელი ცდილობდნენ ბავშვის აყვანას და აიყვანეს ძლივს 2 წლის გოგო.... მესამე დღეს მაგ კაცს შემთხვევით თოფი გაუვარდა და ბავშვს მოხვდაო“ - სასაფლაოზე მოტირალი კაცის ისტორია
სოც.მედია - 16:14, 24 Jul, 2019     10853

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც სასაფლაოზე მომხდარი ამბავია აღწერილი. უცნობია, ამბავი რეალურია თუ უბრალოდ მხატვრული ჩანახატი. თუმცა ის ყველა შემთხვევაში ძალიან ემოციური და გულშიჩამწვდომია:

„ღამის ამბებს დავწერ ზოგჯერ და კარგ ხასიათზე თუ ხართ ნუ წაიკითხავთ. უბრალოდ ეს ამბები ამ ქალაქში ხდება...

ლადიკო ღამღამობით სულ აქ არის, სასაფლაოზე.მე ხანდახან. ლადიკომ თითქმის ყველა მკვდრის და ცოცხლის ამბავი იცის, ვინც აქ ხვდება.არც მე ვიცი ვის ტირის ლადიკო და არც ლადიკომ იცის, მე ვის ვუდგავარ გვერდით. შუაღამისას, ერთ ბოთლ არაყს ვსვამთ, ჯერ მაფრთხილებს - ბევრს ნუ ბლატაობ, აქ ვინცაა ყველას შენზე მაგარი ეგონა თავიო. მეორე ბოთლს რომ გახსნის, ლადიკოც ამბების მოყოლას იწყებს და ბოლომდე მოგიყვება, თუ რამე სისულელე არ უთხარი. ზოგჯერ, სხვადასხვა მხრიდან, ძვლებში რომ გაგატანს, ისეთი ტირილი ისმის ხოლმე. ახალ ხმას თუ გავიგებთ, ლადიკო იტყვის - ეგ ახალი ჭირისუფლების ხმაა, ეგრე ორი კვირა იტირებენ მაქსიმუმ და მერე იშვიათადო. მარტო ორი ერთმანეთისგან მოშორებული ადგილიდან ისმის, თითქმის ყველა ღამეს, ერთი ხმამაღალი კივილი და ერთი მოგუდული ტირილი. ლადიკომ ბოთლი მარტომ დაცალა, მერე მთხოვა ტელესკოპში გამახედეო, ნახევარი საათი უყურა მთვარეს და ორივე გლოვის ამბავი მომიყვა. - ორივე ქალი არ არისო ასე დაიწყო - ერთი კაცია, შეხედავ მთასავით არის, მაგრამ ტირილს რომ იწყებს, ბოლოს ქალის ხმაზე კივისო. შვილი არ უჩნდებოდათ მაგას და თავის ცოლს, 15 წელი ცდილობდნენ ბავშვის აყვანას და აიყვანეს ძლივს ორი წლის გოგოვო. სახლში რომ მიიყვანეს, მესამე დღეს მაგ კაცს სახლში შემთხვევით თოფი გაუვარდა და ბავშვს მოხვდაო. ამ ორ წელიწადში, სამი დღე არ გავა ისე, რომ აქ არ მოვიდეს და გათენებამდე არ კიოდესო.

მეორე ვისი ტირილიათქოთქო ვკითხე ლადიკოს და ცრემლით ისე მოეხრჩო ყელი, ჩურჩულით მითხრა - მაგ კაცის ცოლისო. მეთქი საფლავთან რატომ არ მიდის, ეკლესიასთან რატომ ტირისთქო.

ლადიკომ ისევ ტელესკოპში ჩაიხედა და ისევ დამხრჩვალი ხმით მითხრა - " ეგ ქმარს ტირის, შე უტვინო, მაგის მეტი არავინ უყვარს და მალე მოუკვდება"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42