როგორ შევიტყოთ, რომ პარტნიორი მოძალადეა
ეს საინტერესოა - 20:29, 23 Jul, 2019     1710
მექსიკელი ფსიქოტერაპევტი ტერე დიას სენდრა თვლის, რომ თუ თქვენს პარტნიორს სურს, რომ ყოველთვის იცოდეს, სად და ვისთან ერტად იმყოფებით, ბრაზდება, როცა იმას არ აკეთებთ, რაც მას უნდა, მუდმივად ინსტრუქციებს გაძლევთ, ის პოტენციური მოძალადეა და თქვენი გაკონტროლება სურს. ამის შესახებ მან წიგნიც დაწერა - "როგორ შეიძლება ამოიცნოთ, პარტნიორი-მოძალადე".

სენდრა აცხდებს, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოძალადე შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ისინი საკუთარ თქავზე ფიქრობენ და პარტნიორის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ.

გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს მისი წიგნიდან:

მოძალადის სტრატეგია

როგორც წესი მოძალადეები ერთის მხრივ იყენებენ მოხიბვლის/შეცდენის მეთოდს და მეორეს მხრივ მანიპულაციებს, დაშინებას და ფიზიკური ძალადობის მუქარასაც კი.

მათ სურთ პარტნიორი ისეთ მდგომარებამდე მივიდეს, რომ თავის ფიქრებისა და გრძნობებისადმი ნდობაც კი დაეკარგოს, აღარ გამოხატავდეს თავის შეხედულებებსა და პროირიტეტებს, გაჩნდეს გრძნობა, რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რომ არ შეუძლია საკუტარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შეიტანოს.

მოძალადის ხასიათის თვისებები და ქცევები

1. ისინი ტრაბახობენ წარსულის სასიყვარულო ურთიერთობებით;

2. არ ცდილობს საკუთარ პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესებას;

3. გამოხატავს უპატივცემლობას;

4. მუდამ სურს იყოს "მთავარი;

5. არ აინტერესებს სხვისი გრძნობები;

6. უყვარს სხვაზე ბატონობა;

7. არ, ან იშვიათად იღებს პასუხისმგებლობას საკუტარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე;

8. ზიზღით უყურებს მას, ვინც არ იზიარებს მის შეხედულებებს, პარტნიორსაც კი;

9. საკუთარი ცუდი საქციელის გადასაფარად და გასამართლებლად მიმართავს ხუმრობას, ირონიას, სარკაზმს;

10. მისთვის მთავარი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაა, მათ შორის სექსუალურიც;

11. ხშირად იტყუება;

12. გაურბის კონფლიქტურ სიტუაციას, თუ მას თავად არ აკონტროლებს;

13. იგი მოსაჩვენებლად მომხიბვლელად და მიმზიდველად იქცევა.

რჩევები

სიყვარული - ეს შესანიშნავი გრძნობაა, რომელიც ყველას სჭირდება. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სიყვარული ერთადერთია, რაც მას სჭირდება და საკუთარი პიროვნების სხვა ასპექტებს ყურადღებას აღარ აქცევს. ისინი თვილან, რომ მთავარია მას უყვარს ან ის უყვართ.

შესაბამისად - ნუ დაისახავთ ცხოვრების ერთადერთ მიზნად სიყვარულის პოვნას, უარი თქვით "ცუდ" სიყვარულზე ფა იპოვეთ "კარგი" სიყვარული."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42