ბენტლი ელტონ ჯონის ფონდის საქველმოქმედო საღამოზე FLYING SPUR FIRST EDITION ექსკლუზიურ მოდელს წარადგენს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:58, 22 Jul, 2019     2773

კომპანია ბენტლი მხარს დაუჭერს, ელტონ ჯონის ფონდის მიერ ორგანიზებულ აივ ინფექციასთან ბრძოლის წინააღმდეგო საქველმოქმედო საღამოს. ღონისძიება გაიმართება 24 ივლისს Villa Dorane რეზიდენციაში, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენს და კოლექციონერს ჯინ პიგოცის (Jean Pigozzi). მდიდრული ავტომობილების ბრიტანელი მწარმოებელი აუქციონზე წარადგენს მოდელს FLYING SPUR FIRST EDITION, შემოსავალი, სრულიად მოხმარედება საქველმოქმედო ფონდის მიზნებს.

FLYING SPUR FIRST EDITION - მდიდრული საკოლექციო ავტომობილია, ეფექტური დიზაინით, ინტელექტუალური ტექნოლოგიებით, თითოეული დეტალისადმი განსაკუთრებული ყურადღებით შექმნილი. ელეგანტური მოდელი ფლობს ინტელექტუალური მართვის სისტემებს და მოგზაურობების დროს, მძღოლისთვის ქმნის დახვეწილ და კომფორტულ გარემოს. ლიმიტირებული სერია გაყიდვაში იქნება მხოლოდ 12 თვე.

დახვეწილი სედანი აღწევს 100კმ/სთ სიჩქარის ნიშნულს სულ რაღაც 3,7 წამში. სრული მართვის აქტიური სისტემა Active All-Wheel Drive System და ყველა საბურავის მართვის მექანიზმი, უზრუნველყოფს უნიკალურ მდგრადობას და მართვის დროს უნიკალური სიამოვნების გარანტიას იძლევა.

W12 - თორმეტ ცილინდრიანი მაღალტექნოლოგიური ძრავი გამოირჩევა გლუვი და ამავდროულად ეფექტური მუშაობით და ავტომობილს აძლევს განუმეორებელ სიძლიერეს.

FLYING SPUR FIRST EDITION უნიკალური საკოლექციო მოდელი ხაზს უსვამს ექსკლუზიურ დეტალებს. ცენტრალურ დაფაზე განთავსებულია ნიშანი First Edition - ბრიტანული დროშა და ციფრი 1 ცენტრში, სავარძლებზე თავის მისაყრდნობზე ამოქარგულია ასობგერა «B», ხოლო ამ დახვეწილი ავტომობილის ზღურბლი დამშვენებულია საფარით რომელზეც ასევე გამოსახულია დიდი ბრიტანეთის დროშა და წარწერა ცენტრზე First Edition.

ბრენდის უცვლელი სიმბოლო ფრთოვანი «B», პირველად შეივლავა 1959 წლის შემდეგ, და ამ ავტომობილზე ის ამოიწევა ელექტრონულად, მფლობელის მოახლოვებისთანავე და კარებების გაღებისას.

გასაკუთრებულობებს შორისაა ასევე ბრუნვადი მოდული Bentley Rotating Display, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კლასიკურ დიზაინს შორის. მფლობელის განკარგულებაშია, აპლიკაციების, მულტიმედია სისტემებისა და ავტომობილის სხვა ფუნქციების სამართავად ულტრა თანამედროვე მონიტორი, ასევე ელეგანტურად დამუშავებული შპონის დაფა და სამი კლასიკური ანალოგიური მაჩვენებელი : თერმომეტრი, კომპასი და ქრონოგრაფი.

ინტერირის უფრო მეტად პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა ფონური განათება: შვიდი ფერის ორ ვარიანტში განათების წყალობით ( მკვეთრი ან მკრთალი) - მძღოლს და მგზავრს შეუძლიან ინტერიერის განათება მომართონ და დაარეგულირონ მათი სურვილისამებრ.

FLYING SPUR FIRST EDITION - აღჭურვილია პანორამული სახურავით, რომლის გახსნის დროს სახურავი სრულიად ურთდება ავტომობილის უკანა პანელს. სალონი მოპირკეთებულია Alcantara უმაღლესი ხარისხის მასალით და მასთან შერწყმული ავტომობილის ელექტრონული მართვის ფარდები, იცავს ინტერიერს მზის მკვეთრი სხივებისგან.

ბრენდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე, ბენტლის ამ ავტომობილის მყიდველს საშუალებას აძლევს მოახდინოს ავტომობილის პერსონალიზება, ექსკლუზიური სერვისის Co-Creation Luxury Service, რომელიც როგორც წესი ხელმისაწვდომია კლიენტების მხოლოდ ვიწრო წრისთვის.

ჭეშმარიტად უნიკალური ბენტლის Flying Spur შექმნა, რომელიც იქნება მფლობელის მოთხოვნილებებით შექმნილი და ამ პროცესს წარმართავს ბენტლის ერთ-ერთი დიზაინერი, ამასთანავე სამუშაოები შეიძლება სრულდებოდეს როგორც სათაო ოფისში ქრუში(ინგლისი) ასევე მყიდველის სახლშიც. მომავალ მფლობელს ბრენდი შესთავაზებს პრაქტიკულად შეუზღუდავ არჩევანს ისეთი დეტალებისა, როგორიცაა: ძარის ფერების, ტყავის და ინტერიერის ფერების შეთავსება. აუქციონში მონაწილეობა- ეს არის უნიკალური შანსი შექმნათ იდეალური ავტომობილი.

საქველმოქმედო საღამო გაიმართება თავად სერ ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის უშუალო მონაწილეობით, რომელბიც იქნებიან საღამოს მასპინძლები და თავად შეეგებებიან სტუმრებს , ასევე მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასართობი ინდუსტრიის, მოდისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. საღამოს პროგრამაშია საიუბილეო ვახშამი, აუქციონი და კრის მარტინის გამოსვლა.

შეგახსენებთ: Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42