დამჯერ გოგოს ან იდეალურ ქალს თამაშობ, შენს მამაკაცს ყველა სურვილს უსრულებ. ზოგჯერ ცოტას კი ჯიუტობ, ებუტები, მაგრამ პრინციპებს მალე თმობ, ურიგდები, ეხვები, ეუბნები რომ გენატრება და ის შენთვის მთელი ცხოვრებაა – თუ ეს ქმედება თქვენს საქციელს აღწერს, შეიძლება საჯაროდ არ აღიაროთ, მაგრამ გულში მაინც გაუმხილეთ საკუთარ თავს რომ სცდებით, იმიტომ რომ დამღუპველი თამაშის სცენარი აირჩიეთ. შერი არგოვი ამერიკელი მწერალი და ფსიქოლოგია. მისი ბესთსელერი „ Why Men Love Bitches „ 100–ზე მეტ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა. წიგნი უკვე 30–მდე ენაზეა ნათარგმნი. ქალბატონო, ზუსტად ამ წიგნიდან გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ მოიგოთ მამაკაცის გული და უფრო მეტიც– ჭკუა დააკარგინოთ სამუდამოდ !
მაშ, ასე რჩევა 1 – გახსოვდეთ, რომ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებულია არა ქალის გარეგნობაზე, არამედ მის ხასიათზე. ძლიერ ქალებს არ უნდათ სხვისი სტანდარტებით ცხოვრება, რადგანაც მათ საკუთარი სტანდარტები აქვთ. მაგრამ სწორად უნდა გავიგოთ რას ნიშნავს ძლიერი ქალი. გიფიქრიათ, ძიერი, ლამაზი და დამოუკდიებელი ქალები რატომ არიან მარტოსულები? იმიტომ რომ მათ ზედმეტად ემოციური ხასიათი აქვთ და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებენ მამაკაცის საქციელზე. ასეთ დროს ძლიერი ქალი თავისი დაუცველობის დემონსტრირებას ახდენს.
რჩევა 2 – ოცნების ქალი „ტყავიდან არ ძვრება“ იმის გამო, რომ ვინმეს მოეწონოს. ქალი, რომელიც კაცს რეალურად უყვარს არ დაიწყებს მისთვის სამ სხვადასხვა კერძისგან შემდგარი სადილის მომზადებას, არც ფაიფურის ან მადონას სერვიზით გაუწყობს სუფრას. ყველაზე კარგ ვარიანტში მხოლოდ ერთ კერძს გაუმზადებს , იმასაც ერთჯერად ჭურჭლით მიუტანს. დესერტად კი ნაყიდ რულეტი მიართვით. თუ რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა საჭმლის გაკეთება მოგთხოვათ, შეახსენეთ თქვენი საყვარელი კერძები: პოპკორნი, ნაყიდი რულეტი და მინთოლიანი საღეჭი რეზინი დესერტად. შემდეგ კი გადაქექეთ გარდებორი და დაიწყეთ გამოწყობა, რადანაც რამდენიმე საათში უკვე რესტორანში იჯდებით მასთან ერთად.
რჩევა 3 – როდესაც, ქალი შუაღამეს მიემართება მამაკაცის სანახავად, მას მხოლოდ ერთი რამ აკლია – აბრა წარწერით „ვუზრუნველყოფთ ადგილზე მოტანის სერვისს"
რჩევა 4 – ურთიერთობის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ შემდეგს – თუ მამაკაცი არ აპირებს თქვენთვის რაიმე მნიშნველოვანი გააკეთოს, ის არც მომავალში იზამს. ასეთი კაცი კი თქვენი ღირსი არაა , თქვენ მეტს იმსახურებთ და ამას მამაკაცი უნდა მიახვედროთ.
რჩევა 5 – აგრძნობინეთ მამაკაცს შემდეგი ფრაზები – მე კარგი ვარ, დაკმაყოფილდი იმით როგორიც ვარ, იმიტომ რომ ისედაც კარგი ვარ ან წაეთრიე ! ყოველ საათში გაუმეორე საკუთარ თავს რომ მიმზიდველი ხარ, არასდროს იფიქრო, რომ ცუდად გამოიყურები.
რჩევა 6 – არასდროს ჰკითხოთ კაცს – „რატომ არ დამირეკე? მთელი კვირაა სად დაიკარგე? „ თუ თქვენ ისე მოიქცევით , რომ მისი გაუჩინარება არც კი შეგიმჩნევიათ, ის აუცილებად გამოემართება თქვენსკენ. არ დასთანხმდე ყველაფერზე, არ აიკლო ყოველდღე ზარებითა და გრძელი მესიჯებით. არ გადაიქცე მის დედად. მართალია, ამბობენ, რომ ხშირად კაცს სურს ცოლი, რომელიც დედამისს ჰგავს, გახსოვდეთ, რომ კაცისთვს მოსაბეზრებელია ასეთ ქალთან ცხოვრება,
რჩევა 7 – არასდროს შეიცხადოთ კომპლიმენტი. პირიქით, ისე მიიღეთ რომ ასეც უნდა იყოს . გახსოვდეთ, რომ მამაკაცები ზუსტად ისე გექცევიან როგორც თქვენ ექცევით საკუთარ თავს . ლამაზი ქალი მამაკაცს შეიძლება არც ისე მომხიბვლელი მოეჩვენოს, თუ ქალი საკუთარ სილამაზეში ეჭვს შეიტანს.
რჩევა 8 – ქალები საკუთარ თავს ძალაუნებურად იმცირებთ, როდესაც სხვა ქალს ედრებით
რჩევა 9 – შეიძლება თქვენი ურთიერთობა სპონტანურად დაიწყოს, მამაკაცი ადვილად მოხიბლოთ , მაგრამ მისი შენარჩუნება ძნელია. თუ გინდა რომ მამაკაცი შენზე დამოკიდებული გახდეს– არ გახდე თავად მასზე დამოკდიებული. დაიჭირე ოქროს შუალედი. გახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად გაანებივრებ მით უფრო ნაკლებად დაგაფასებს.
რჩევა 10 – აჩვენე, რომ მისი დაკარგვის არ გეშინია . აჩვენე, რომ მის გამო ყველაფერზე არ დათმობ. თუ თქვენ მამაკაცს მოსწონს ქერა ქალები არ შეიღებოთ თმა მის გამო. ამით თქვენ აჩვენებთ რომ სულ არ გაღელვებთ საკუთარი ცხოვრება.
მასალის გამოყენების პირობები






