უნდა დავლიოთ თუ არა რძიანი ყავა?
ეს საინტერესოა - 19:28, 21 Jul, 2019     5360

ყველა დაგვეთანხმება, რომ ყავა მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი სასმელია. მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ მისი ზომიერად მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა: მას აქვს მატონიზებელი ეფექტი, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას, ამცირებს ზოგიერთი სიმსივნით დაავადების რისკს, აუნჯობესებს სამლის მონელებას,

სხვადასხვაა ყავის მომხმარებელთა გემოვნებაც - ზოგი მას შაქარსაც კი არ უშვება, რათა სასმელმა თავისი ბუნებრივი არომატი არ დაკარგოს, ზოგი კიდევ მას სხვადასხვა დამატებებით სვამს, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული რძეა.

ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს სხვადასხვა სახის რძიანი ყავა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად რძის მინარევის რაოდენობითაც განსხვავდება. ესენია კაპუჩინო, ლატე, მაკიატო, ბრივი, კრემ-ყავა და სხვ.

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, თუ რომელი უფრო სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის - ჩვეულებრივი ყავა, თუ მისი უფრო მსუბუქი ვარიანტი, სხვადასხვა სახის რძიანი ყავა.

მეცნიერების აზრით, ჩვეულებრივი და რძიანი ყავა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგი ანრი შენო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყავაშ რძის დამატებას. იგი აცხადებს, რომ რძიან ყავას ადამიანის ორგანიზმი უფრო ძნელად ინელებს.

"თუ ადამიანი რძიან ყავას დალებს და მას მეორე დღეს კუჭს შეუმოწმებთ, მასში აღმოაჩენთ მოუნელებელ რძიან ყავას," - აცხადებს ის.

რძიანი ყავის სარგებლობაზე წერს მეორე დიეტოლოგი ანა პანჩენკო, რომელიც თვლის, რომ რძე ყავის ზოგიერთ უარყოფით ეფექტს ანეიტრალებს. მაგალითად იგი თვლის, რომ ყავა ორგანიზმს მჟავიანობას მატებს, რასაც რძე ანეიტრალებს. ასევე სუფთა ყავა ირგანიზმს კალციუმს აცლის, ხოლო რძე პირიქით - კალციუმის წყაროა.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ:

1. შავ ყავაში 4,7 კალორიაა, რაც თქვენს ფიგურას არაფერს ავნებს, აი რძიანში კი 50-ზე მეტია.

დასკვნა: თუ ფიგურას უფრთხილდებით, ან დიეტაზე ხართ, შავი ყავა დალიეთ.

2. შავი ყავა ენერგიულობას და ტვინის მოქმედებას აუმჯობესებს, მაგრამ თუ ის საღამოს დალიეთ - უძილობა გარანტირებულია. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება სასმელში 50 გრამი რძის დამატებით არის შესაძლებელი.

დასკვნა: ვისაც ყავის დალევა საღამოობითაც უყვარს, უმჯობესია მისი უფრო რბილი ვარიანტი - სხვადასხვა სახის რძიანი ყავა დალიოს. თუმცა, ვისაც ისედაც აწუხებს უძილობა, უმჯობესია მზის ჩასვლის შემდეგ საერთოდ უარი თქვას მასზე.

3. ვისაც ორგანიზმში ზედმეტი მჟავიანობა აქვს, მათთვის შავი ყავის დალევა რეკომენტდირებული არ არის - იგი pH-ის დონეს ზრდის.

დასკვნა: თუ ორგანიზმში მჟავის დონის აწევა თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს, რძიანი ყავა დალიეთ. არც ის იქნება ურიგო, თუ ბევრ სითხეს მიიღებთ და ისეთ პროდუქტს მიირთმევთ, რომელშიც დიდი რაოდენობით სითხეა.

4. ესპანელი მეცნიერების აზრით, ყავისა და რძის ერთობლივმა მიღებამ, შესაძლოა საჭმლის მონელების სისტემის სიმსივნის განვითარებას შეუწყოს ხელი. მათ დაასკვნეს, რომ ამ სასმელის მოყვარულები 4-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ამ სახის სიმსივნით.

დასკვნა: ვინც მსგავსი დაავადებისკენ არის მიდრეკილი, უმჯობესია ჩვეულებრივი ყავა მიირთვათ, თან ნაკლებად ცხელი.

5. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შავი ყავა ორგანოზმს კალციუმს აცლის, ხოლო რძიანი ამ ეფექტს აკომპენსირებს.

დასკვნა: თუ ეს ელემენტი თქვენს ორგანიზმში მცირე რაოდენობითაა, რძიანი ყავა მიირთვით.

ჩვენ შემოგთავაზეთ რამდენიმე ფაქტის, რომელიც ყავის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

საბოლოო დასკვნა შემდეგია - ნამდვილად არ ღირს საყვარელ სასმელზე უარის თქმა, თუმცა, დღის განმალობაში მისი დიდი რაოდენობით მიღებას არ გირჩევთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42