"ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს" - ილია მეორე
რელიგია - 16:34, 21 Jul, 2019     4337

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს.



„ძალიან ხშირად ტაძარში, ლოცვების დროს ისმის სიტყვები – „შეგვეწიენ და გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვლოცენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა”. მე მახსენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ხარ ტაძარში და ისმენ ამ ლოცვას „შეგვეწიენდა გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ღმერთო მადლითა შენითა“, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწეროთო, რათა შეგეხოს მადლი ღვთისაგან გამოსული. ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიარქი „მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულებათააღმავსებელი”. ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი.

ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს.

მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა, თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავსო, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფიო, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს,
ღმერთმა ინებოს, რომ არ დაკარგონ მადლი ღვთისა.

დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, სიხარულსა. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერი ცხოვრება“,- განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42